Ancestry-ის წესები და პირობები

ძალაში შესვლის თარიღი: 21 აგვისტო 2024

 

ცვლილებების შეჯამება

ეს შეჯამება მიზნად ისახავს დაგეხმაროთ უკეთ გაიგოთ Ancestry-ის პირობებში მოცემული უახლესი ცვლილებები და თუ როგორ შეიძლება ამ ცვლილებებმა იმოქმედოს თქვენზე. ჩვენ გთავაზობთ, განიხილოთ პირობები მთლიანად, კონფიდენციალურობის დებულებასთან ერთად.

უახლესი ცვლილებები:

  • განვაახლეთ მითითებები იმ ფუნქციებზე, რომელთა სახელებიც შეიცვალა.
  • განვმარტეთ, რომ ნებისმიერი რამ, რასაც შეიყვანთ ჩვენი სერვისების ფარგლებში არსებულ ინტერაქტიულ ინსტრუმენტში, არის თქვენი კონტენტი.
  • განვაახლეთ ჩვენი განახლებისა და გაუქმების პირობები, რათა აგვესახა ახალი საცდელი ვერსიებისა და გამოწერების შეთავაზებები.
  • დავამატეთ ფორმულირება, რათა განვმარტოთ თქვენ მიერ სერვისების გამოყენებასთან დაკავშირებული პირობები.

მოგესალმებათ Ancestry®, საოჯახო გენეალოგიური ისტორიის მსოფლიოში უდიდესი ონლაინ რესურსი, სადაც შესაძლებელია ოჯახის გენეალოგიის აღდგენა, ახალი წინაპრების პოვნა და ოჯახისთვის აღმოჩენების გაზიარება. ყურადღებით წაიკითხეთ შემდეგი პირობები, რამდენადაც ისინი არეგულირებენ Ancestry-ის და ჩვენი შვილობილი კომპანიების პროდუქტებისა და სერვისების გამოყენებას. იმისათვის, რომ დაგეხმაროთ წინამდებარე პირობების წაკითხვაში, ჩვენ დავყავით ისინი შემდეგ პარაგრაფებად:

 

1.   შესავალი და სერვისები
2.   Ancestry-ის კონტენტი
3.   თქვენი მასალა
4.   განახლებები და გაუქმებები Ancestry-ის სერვისებისთვის
5.   თქვენი ანგარიშის შეწყვეტა ან შეჩერება
6.   არანაირი გარანტია
7.   Ancestry-ის პასუხისმგებლობის შეზღუდვა
8.   თქვენი ანაზღაურება
9.   სხვა კომპანიების მიერ შემოთავაზებული სერვისები
10.   დავების გადაწყვეტა, არბიტრაჟი და უარი კოლექტიურ სარჩელზე
11.   სხვადასხვა

1.  შესავალი და სერვისები:

ნებისმიერი ვებგვერდის, სერვისისა და მობილური აპლიკაციის გამოყენებით, რომელიც შეიცავს ბმულს წესებსა პირობებზე („პირობები”) - Ancestry®, AncestryDNA®, Newspapers.com, Find a Grave®, Fold3®, Forces War Records, Archives® და WeRemember®, ისევე როგორც სხვა დაკავშირებული ბრენდები („სერვისები”"), თქვენ ეთანხმებით ამ პირობებს. მომავალში სერვისებში ჩართული ნებისმიერი ახალი ფუნქცია ასევე დაექვემდებარება წინამდებარე პირობებს.

თქვენ დებთ წინამდებარე პირობებს Ancestry-ის კონკრეტულ ორგანიზაციასთან, იმისდა მიხედვით, თუ რომელ სერვისს იყენებთ და სად იმყოფებით. იხილეთ Ancestry-ის ორგანიზაციების ჩამონათვალი სერვისისა და გეოგრაფიის მიხედვით აქ. წინამდებარე პირობებში მოცემული ყველა მითითება შემდეგზე „Ancestry”, „ჩვენ”, ან „ჩვენი” ეხება ამ სიაში არსებულ Ancestry-ის შესაბამის ორგანიზაციას. ჩვენ ვიტოვებთ უფლებას  ნებისმიერ დროს შევცვალოთ Ancestry-ის ამ პირობების შესავალი ნაწილი.

ეს პირობები შეიცავს მითითებებს დამატებით პოლიტიკასა და სახელმძღვანელო პრინციპებზე, მათ შორის, საზოგადოების წესებზე, ქუქი-ფაილების პოლიტიკაზე, საავტორო უფლებების პოლიტიკაზე, განახლებისა და გაუქმების პირობებზე, სასაქონლო ნიშნებისა და ბრენდების სახელმძღვანელო პრინციპებზე, ასევე ჩვენს კონფიდენციალურობის დებულებაზე, რომელიც განმარტავს, თუ როგორ ვაგროვებთ და ვიყენებთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს. ჩვენ გირჩევთ, ყურადღებით წაიკითხოთ ყველა ეს დოკუმენტი, რათა გესმოდეთ თქვენი უფლებები და მოვალეობები სერვისების გამოყენების დროს. თუ არ ეთანხმებით ამ პირობებს, არ უნდა ისარგებლოთ ჩვენი სერვისებით.

დამატებითი პირობები შეიძლება ამოქმედდეს, როდესაც დარეგისტრირდებით ახალ სერვისზე ან ისარგებლებთ ახალი აქციით ან სპეციალური შეთავაზებით. წინამდებარე პირობების შესახებ წინასწარ მიიღებთ შეტყობინებას და ისინი ხელშეკრულების ნაწილი გახდება. თუ რაიმე დამატებითი პირობები წინააღმდეგობაში მოდის წინამდებარე პირობებთან, მაშინ აღნიშნულ დამატებით პირობებს ენიჭება უპირატესობა.

თუ თქვენ გაქვთ რაიმე შეკითხვა წინამდებარე პირობებთან ან ჩვენს სერვისებთან დაკავშირებით, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ.

1.1 მოულოდნელი შედეგები

ჩვენი სერვისებით სარგებლობისას შეიძლება აღმოაჩინოთ მოულოდნელი ფაქტები საკუთარ თავზე ან თქვენს ოჯახზე. ასევე, შეიძლება შეგხვდეთ მასალა, რომელიც თქვენთვის შეურაცხმყოფელი, არაზუსტი ან სხვაგვარად მიუღებელია. მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება გქონდეთ ძლიერი ემოციური რეაქცია, ისევე როგორც სხვებს, ვისთანაც თქვენ იზიარებთ ამ აღმოჩენებს, თქვენ ცხადი სახით ეთანხმებით, რომ იღებთ ყველა რისკს, რომელიც დაკავშირებულია სერვისებით სარგებლობასთან და არ აკისრებთ Ancestry-ს პასუხისმგებლობას ასეთი აღმოჩენების ან ინფორმაციის სოციალურ, ემოციურ ან სამართლებრივ შედეგებზე. Ancestry-ს შეზღუდული პასუხისმგებლობის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის გაეცანით წინამდებარე პირობების ნაწილს 7 .

1.2 სერვისების გამოყენების უფლება

ყველა, ვინც იყენებს სერვისებს, იქნება ეს არარეგისტრირებული სტუმარი, უფასოდ რეგისტრირებული სტუმარი, ფასიანი გამომწერი თუ AncestryDNA-ის კომპლექტის მყიდველი ან დამარეგისტრირებელი, არის „მომხმარებელი.” მომხმარებლებს, შესაძლოა, დასჭირდეთ ანგარიშის რეგისტრაცია გარკვეული სერვისებით სარგებლობისთვის, ხოლო თქვენ თანახმა ხართ, რეგისტრაციისას მოგვაწოდოთ ზუსტი, სრული და განახლებული ინფორმაცია.

სერვისები განკუთვნილია მათთვის, ვინც მიაღწია დამოუკიდებლად თანხმობის მიცემის ასაკს იმ ადგილისთვის, სადაც სერვისების შეთავაზება ხდება. თუ თქვენ ხართ 13 წელსა და სრულწლოვანების ასაკს შორის, რომელის საჭიროა თანხმობის მისაცემად თქვენი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, შეგიძლიათ გამოიყენოთ სერვისები (გარდა ნებისმიერი სერვისისა, რომელიც მოითხოვს დნმ-ის სერვისებს) თქვენი მშობლის ან მეურვის ნებართვით. 13 წლამდე ასაკის ბავშვებს არ აქვთ უფლება შექმნან ანგარიშები, თუმცა, მათ უფლება აქვთ გამოიყენონ AncestryClassroom თავიანთი სკოლის მეშვეობით (თუ ხელმისაწვდომია) და მშობლის ან მეურვის ნებართვით.

1.3 სერვისების გამოყენება

სერვისებზე წვდომის სანაცვლოდ, თქვენ ეთანხმებით, რომ:

  • დაიცავთ  Ancestry-ის საზოგადოების წესებს, ქუქი-ფაილების პოლიტიკას, საავტორო უფლებების პოლიტიკას და განახლების და გაუქმების პირობებს;
  • დაიცავთ ყველა მოქმედ კანონს;
  • იქნებით პასუხისმგებელი სერვისების ყველა გამოყენებასა და აქტივობაზე, რაც დაკავშირებულია თქვენს ანგარიშთან ან სისტემაში შესასვლელ ინფორმაციასთან;
  •  დაგვიკავშირდით , თუ ეჭვი გეპარებათ, რომ თქვენი ანგარიში გამოიყენეს თქვენი ნებართვის გარეშე ან ფიქრობთ, რომ თქვენი სისტემაში შესასვლელი ინფორმაცია მოიპარეს;
  • არ გადაყიდოთ სერვისები და არ მიჰყიდოთ სხვას, არ გაამრავლოთ ან გამოაქვეყნოთ სერვისებში ნაპოვნი ნებისმიერი მასალა ან ინფორმაცია, გარდა იმ შემთხვევებისა, რაც პირდაპირ არის აღწერილი წინამდებარე პირობებში;
  • არ აირიდოთ, არ გამორთოთ სერვისების უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ფუნქციები ან სხვაგვარად არ ჩაერიოთ მათში, მათ შორის, თქვენი სისტემაში შესვლის მონაცემთა გამოყენებით არაუფლებამოსილი მესამე მხარეებისთვის სერვისებზე წვდომის მიცემით;
  • არ გააზიაროთ, არ მოიპოვოთ წვდომა და არ შეაგროვოთ მონაცემები ნებისმიერი სერვისიდან დიდი ოდენობით და არ სცადოთ მონაცემებზე წვდომის მოპოვება ნებართვის გარეშე—იქნება ეს ხელით თუ ავტომატური საშუალებებით. აღნიშნული მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება, ნებისმიერი ხელოვნური ინტელექტის, ბოტების, ქროლერების, ობობების, მონაცემთა მაინერების ან სკრეიპერების გამოყენებით; და
  • სერვისების არ გამოყენებას ნებისმიერი სამართალწარმოების დროს.

1.4 დამატებითი პირობები, რომლებიც ვრცელდება დნმ-ის სერვისების გამოყენებაზე

დნმ-ის სერვისების მიზანია მოგაწოდოთ გენეტიკური და გენეალოგიური შედეგები და შესაბამისი ანგარიშები თქვენი საინფორმაციო, რეკრეაციული, საგანმანათლებლო და კვლევითი მიზნებისთვის. წინამდებარე პირობების მიზნებისთვის გამოყენებისას ტერმინი „დნმ-ის სერვისები” ეხება ჩვენი AncestryDNA-ის ტესტის კომპლექტის გამოყენებასა და რეგისტრაციას ან თქვენი დნმ-ის მონაცემების ატვირთვას, თქვენი ნიმუშის დამუშავებასა და გენეტიკურ ანალიზს, თქვენი ნიმუშისა და ნებისმიერი ამოღებული დნმ-ის შენახვას (საჭიროებისამებრ) და ჩვენს ინსტრუმენტებს, რომლებიც გაწვდიან ეთნიკური წარმომავლობის შეფასებებს (წინაპრების რეგიონებს), ინფორმაციას თვისებების შესახებ და სხვა შედეგებს გენეტიკური ნათესაობის თაობაზე და დაკავშირებულ სერვისებს.

1.4.1 დნმ-ის სერვისების გამოყენების უფლება

დნმ-ის სერვისები განკუთვნილია მათთვის, ვინც მიაღწია თანხმობის მიცემის ასაკს იმ შემთხვევებისთვის, როდესაც ხდება დნმ-ის სერვისების შეთავაზება, და თქვენ უნდა იყოთ მინიმუმ ამ ასაკის, რათა შეიძინოთ ან დაარეგისტრიროთ AncestryDNA-ის სატესტო კომპლექტი. ჩვენი მონაცემთა ბაზის მთლიანობის და ხარისხის უზრუნველსაყოფად და თქვენი კონფიდენციალურობის დასაცავად, თითოეულმა ზრდასრულმა პირმა, რომელიც წარადგენს ნიმუშს დნმ-ის ტესტისთვის ან ტვირთავს თავის დნმ-ის მონაცემებს, უნდა შექმნას საკუთარი ანგარიში და დაარეგისტრიროს საკუთარი ტესტი. რეგისტრაციის დროს გარკვევით უნდა დაეთანხმოთ სენსიტიური პერსონალური ინფორმაციის დამუშავებას. როგორც მშობელმა ან კანონიერმა მეურვემ, თქვენ შეგიძლიათ მოგვაწოდოთ თქვენი საკუთარი არასრულწლოვანი შვილის პერსონალური ინფორმაცია და დაეთანხმოთ დნმ-ის სერვისებს თქვენი არასრულწლოვანი შვილის სახელით თქვენი ანგარიშის გამოყენებით. არასრულწლოვნისთვის დნმ-ის ტესტის რეგისტრაციით ან ნებისმიერი პერსონალური ინფორმაციის წარდგენით თქვენ აცხადებთ, რომ ხართ არასრულწლოვნის მშობელი ან კანონიერი მეურვე. თქვენ ასევე ეთანხმებით, რომ განიხილეთ დნმ-ის სერვისები არასრულწლოვანთან ერთად და არასრულწლოვანი დაეთანხმა მისი ნიმუშის შეგროვებას და დამუშავებას.

1.4.2 თქვენ მიერ დნმ-ის სერვისების გამოყენება

1.3 პუნქტში მოცემული მოთხოვნების გარდა, თქვენ ასევე ეთანხმებით, რომ:

  • თქვენ არ გადაყიდით AncestryDNA-ის ტესტის კომპლექტებს;
  • თქვენ მიერ მოწოდებული ნებისმიერი ნიმუში იქნება თქვენი საკუთარი ან მოწოდებული იმ ადამიანის მიერ, რომლის მშობელი ან კანონიერი მეურვე ხართ;
  • დნმ-ის ნებისმიერი მონაცემი, რომელსაც ატვირთავთ, არის თქვენი საკუთრება;
  • არ გამოგვიგზავნით ნიმუშს რომელიმე ექსპორტის აკრძალვის ან სხვა კანონის დარღვევით;
  • ნერწყვის ნიმუშის მიწოდებით, თქვენ არ იძენთ უფლებებს ჩვენ ან ჩვენი თანამშრომლების/პარტნიორების მიერ შემუშავებულ რაიმე კვლევაზე ან კომერციულ პროდუქტზე და არ მიიღებთ კომპენსაციას რომელიმე ასეთ კვლევასთან ან პროდუქტის შემუშავებასთან დაკავშირებით; და
  • თქვენ არ გამოიყენებთ დნმ-ის სერვისებიდან მიღებულ ინფორმაციას (მათ შორის, ნებისმიერ ჩამოტვირთულ დნმ-ის მონაცემებს), იქნება ეს სრულად, ნაწილობრივ და/ან სხვა მონაცემთა ბაზასთან კომბინაციაში, ნებისმიერი სამედიცინო, დიაგნოსტიკური ან მამობის დადგენის ტესტირების მიზნებისთვის, ნებისმიერი სასამართლო პროცესის, ან რაიმე დისკრიმინაციული მიზნით ან უკანონო ქმედებისთვის.

1.4.3 Ancestry-ის მიერ დნმ-ის სერვისების მიწოდება

თქვენ ასევე ეთანხმებით, რომ თქვენ მიერ დნმ სერვისების გამოყენების გასაადვილებლად, ჩვენ შეგვიძლია პირდაპირ ან სხვა კომპანიების მეშვეობით, რომლებიც გვეხმარებიან დნმ-ის სერვისების მიწოდებაში:

  • მივაწოდოთ თქვენი ნიმუში სხვა კომპანიებს, მაგალითად, ჩვენს პარტნიორ ლაბორატორიებს, რომლებიც გვეხმარებიან დნმ-თან დაკავშირებული სერვისების მიწოდებაში;
  • მოვახდინოთ დნმ-ის ამოღება თქვენი ნერწყვიდან;
  • ჩავატაროთ გენეტიკური ტესტირებები შეერთებულ შტატებში (ან, მომავალში, სხვა ქვეყნებში) ამოღებულ დნმ-ზე, ტესტირების მეთოდების გამოყენებით, რომლებიც ხელმისაწვდომია ახლა ან მოგვიანებით იქნება შემუშავებული;
  • შევადაროთ თქვენი დნმ-ის შედეგები მომხმარებლების დნმ-ის მონაცემებს, რათა მოგაწოდოთ დნმ-ის სერვისები, მათ შორის თქვენი შესატყვისება ჩვენს მონაცემთა ბაზაში არსებულ სხვა პირებთან, ვისთანაც თქვენ აზიარებთ დნმ-ს (თქვენ აკონტროლებთ, დაინახოთ თუ არა და დაგინახონ თუ არა თქვენმა დნმ-ის შესატყვისებმა);
  • გაგიმჟღავნოთ თქვენ და სხვებს, ვისაც თქვენ უფლებას აძლევთ, ჩატარებული ტესტების შედეგები;
  • შევინახოთ თქვენი დნმ-ის მონაცემები;
  • შევინახოთ თქვენი ნიმუში და ნებისმიერი ამოღებული დნმ აშშ-ში მდებარე ბიობანკში, ან გავანადგუროთ ნებისმიერი დარჩენილი ნიმუში და ამოღებული დნმ თქვენი ნიმუშის დამუშავების შემდეგ; ჩვენთან წარდგენის შემდეგ, თქვენი ნიმუში, მათ შორის ნებისმიერი ამოღებული დნმ, ვერ დაგიბრუნდებათ. თქვენ შეგიძლიათ მოითხოვოთ თქვენი ნიმუშისა და ნებისმიერი ამოღებული დნმ-ის განადგურება. გარკვეულ შემთხვევებში ჩვენ შეიძლება გავანადგუროთ ნიმუშები ან/და ამოღებული დნმ ბიობანკის ხარისხის დონის შესანარჩუნებლად;
  • მივცეთ საშუალება ჩვენს ზოგიერთ პარტნიორ ლაბორატორიას, გამოიყენოს რეგისტრირებული ან არარეგისტრირებული ნიმუშების ნაწილი დნმ-ის სერვისების მიწოდებისას გამოყენებული ინსტრუმენტების, აღჭურვილობის ან ლაბორატორიული მეთოდების კალიბრაციისთვის ან ნამდვილობის დადასტურებისთვის; და
  • გამოვიყენოთ თქვენი გენეტიკური ინფორმაცია და სხვა პერსონალური ინფორმაცია, როგორც აღწერილია წინამდებარე წესებსა და პირობებში და კონფიდენციალობის დებულებაში.

1.4.4 თქვენი დნმ-ის მონაცემების ჩამოტვირთვა

ჩვენ ვიცავთ თქვენს ინფორმაციას, როგორც ეს აღწერილია ჩვენს კონფიდენციალობის დებულებაში. თუ აირჩევთ თქვენი დნმ-ის მონაცემების ასლის ჩამოტვირთვას, ეს ასლი არ იქნება დაცული ჩვენი უსაფრთხოების ზომებით და თქვენ ხართ პასუხისმგებელი მხოლოდ ამ გადმოწერილი მონაცემების შენახვაზე, უსაფრთხოდ ყოფნასა და დაცვაზე. Ancestry არ იღებს პასუხისმგებლობას, თუ თქვენ აირჩევთ თქვენი ჩამოტვირთული დნმ-ის მონაცემების სხვებთან გაზიარებას ან გადაცემას, როგორც განზრახ, ასევე უნებლიედ. თქვენი დნმ-ის მონაცემები განკუთვნილია მხოლოდ თქვენი პირადი გამოყენებისთვის.

1.4.5 შენიშვნა მომხმარებლებისთვის, რომლებსაც ჩაუტარდათ ძვლის ტვინის ან ღეროვანი უჯრედების გადანერგვა

თუ ჩატარებული გაქვთ ძვლის ტვინის ან ღეროვანი უჯრედების გადანერგვა, თქვენ მიერ მოწოდებული ნიმუში შეიძლება შეიცავდეს უჯრედებს თქვენი დნმ-ით, ისევე როგორც თქვენი დონორის დნმ-ით. გენეტიკური ტესტირებისთვის დნმ-ის ამოღება ხდება თქვენი ნიმუშის უჯრედებიდან და დნმ-ის წყაროების კომბინაციამ შეიძლება გამოიწვიოს ტესტის წარუმატებლობა ან შედეგები, რომლებიც ეფუძნება თქვენი დონორის დნმ-ს. ამიტომ, ჩვენ გირჩევთ, რომ მათ, ვისაც ჩაუტარდა ძვლის ტვინის ან ღეროვანი უჯრედების გადანერგვა, არ ჩაიტარონ AncestryDNA ტესტი. თუ თქვენ უკვე ჩაიტარეთ ტესტი, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ დამატებითი დახმარებისთვის.

2. Ancestry-ის კონტენტი

სერვისები შეიცავენ ფოტოებს, ვიდეოებს, დოკუმენტებს, ჩანაწერებს, მასალის სარჩევებს და სხვა მასალას, რომელიც მოწოდებულია თქვენთვის Ancestry-ის მიერ („Ancestry-ის მასალა.”), რომელიც შეიძლება განსხვავდებოდეს თქვენი გამოწერის და მდებარეობის მიხედვით. WebSearch-ის ჩანაწერების გარდა, რომლებიც რეგულირდება იმ მესამე მხარის პირობებით, რომლებზეც განთავსებულია ჩანაწერები, Ancestry-ის მთელი კონტენტი შეიძლება გამოყენებულ იქნეს მხოლოდ წინამდებარე პირობების შესაბამისად, Ancestry-ის კონტენტის ჩათვლით, რომელიც ასევე შეიძლება იყოს საჯარო დომენი („საჯარო დომენის კონტენტი”).

2.1 ინტელექტუალური საკუთრების უფლებები Ancestry-ის კონტენტზე

სერვისების ყველა ელემენტი, რომელიც ჩვენი ან ჩვენი ხელმძღვანელობით არის შექმნილი, ან სადაც საავტორო უფლებები მინიჭებული ან ლიცენზირებულია ჩვენზე, ექვემდებარება საავტორო უფლებების დაცვის კანონმდებლობას მსოფლიოს კონკრეტული ქვეყნების და საერთაშორისო კონვენციების საფუძველზე. ჩვენი საავტორო უფლებების პოლიტიკის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის დააწკაპუნეთ აქ. სერვისები ასევე მოიცავს სასაქონლო ნიშანს, რომელიც ჩვენს საკუთრებაშია და დაცულია ქვეყნისა და რეგიონის სპეციფიკური სასაქონლო ნიშნის კანონებითა და ხელშეკრულებებით. ჩვენი სასაქონლო ნიშნების ყველა გამოყენება და მისგან მიღებული ნებისმიერი სიკეთე მიმართული იქნება ჩვენს სასარგებლოდ. ჩვენი სასაქონლო ნიშნების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დააწკაპუნეთ აქ. ჩვენს სერვისებთან დაკავშირებული სერვისები და პროდუქტები დაცულია აშშ-ში და მსოფლიოს სხვა ქვეყნებში რეგისტრირებული პატენტებით. ჩვენი პატენტების შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის დააწკაპუნეთ აქ. ჩვენ და ჩვენი ლიცენზიარები ვიტოვებთ საკუთრების და ყველა უფლებას სერვისების და მათი შემადგენელი ნაწილების გამოყენებასთან დაკავშირებით.

2.2 Ancestry-ის მასალის თქვენ მიერ გამოყენება

Ancestry-ის მასალაზე წვდომის დროს თქვენ ეთანხმებით:

  • გამოიყენოთ Ancestry-ის მასალა მხოლოდ თქვენ მიერ სერვისების პირად გამოყენებასთან ან ოჯახის ისტორიის პროფესიონალურ კვლევასთან დაკავშირებით;
  • ჩამოტვირთოთ Ancestry-ის მასალა მხოლოდ თქვენი ოჯახის ისტორიის კვლევასთან დაკავშირებით ან სადაც ცხადი სახით ნებადართულია Ancestry-ის მიერ;
  • არ წაშალოთ საავტორო უფლებების ან სხვა საკუთრების შესახებ აღნიშვნები Ancestry-ის რაიმე მასალაზე;
  • არ გამოიყენოთ Ancestry-ს მასალის მნიშვნელოვანი ნაწილი სერვისების ფარგლებ გარეთ, ან თქვენს გამოწერასთან შეუსაბამო ფორმით; და
  •  დაგვიკავშირდეთ ჩვენი წერილობითი ნებართვის მისაღებად, თუ გსურთ გამოიყენოთ იმაზე მეტი, ვიდრე ფოტოების და დოკუმენტების მცირე ნაწილია, რომლებიც წარმოადგენენ საჯარო სივრცის მასალას.

2.3 რეკომენდაციების გამცემი სისტემები

Ancestry ამუშავებს რეკომენდაციების გამცემ გარკვეულ სისტემებს, მათ შორის, Ancestry Hints-ს, Ancestry Search-ს და My Ancestry Feed-ს. ჩვენი რეკომენდაციების გამცემი სისტემები ფილტრავს Ancestry-ისა და მომხმარებლის კონტენტს, რათა გააუმჯობესოს თქვენი სამომხმარებლო გამოცდილება და შემოგთავაზოთ კონტენტი, რომელიც შესაძლოა თქვენთვის რელევანტური იყოს. Ancestry Hints ფუნქციონირებს იმ ჩანაწერების შეთავაზების მიზნით, რომლებიც შეიძლება ეხებოდეს იმ პირებს, რომლებიც მომხმარებელმა შეიტანა თავის Ancestry-ის გენეალოგიურ ხეში და მომხმარებელს აძლევს არჩევანის შესაძლებლობას, შეინახოს ეს ჩანაწერი თავისი ოჯახის გენეალოგიურ ხეში. Ancestry-ზე ძებნა მომხმარებელს აძლევს შესაძლებლობას, მოძებნოს ჩანაწერები Ancestry-ის ჩანაწერების კოლექციაში. My Ancestry Feed ეხმარება მომხმარებლებს, ჰქონდეთ განახლებული ინფორმაცია იმ უახლესი მოვლენების შესახებ, რომლებიც დაკავშირებულია მათ ხეებთან და ოჯახის ჯგუფებთან. ჩვენი ზოგიერთი სერვისი გაწვდით პერსონალიზებულ რეკლამას და სხვა რეკომენდაციებს ჩვენ მიერ შეგროვებული მონაცემების საფუძველზე, როგორც ეს აღწერილია ჩვენს კონფიდენციალურობის დებულებაში.

3. თქვენი მასალა

ზოგიერთმა სერვისმა შეიძლება მოგცეთ მასალის დამატების შესაძლებლობა, მათ შორის, მაგრამ არამხოლოდ: (i) გენეალოგიური ხეების; (ii) საოჯახო მემუარების, როგორებიცაა ფოტოები, აუდიო/ვიდეო ჩანაწერები და ისტორიები; (iii) ჩანაწერებზე გაკეთებული შენიშვნების, კომენტარების, შეტყობინებებისა და ინტერაქტიულ ინსტრუმენტებში შეტანილი ინფორმაციის; და (iv) Ancestry-სთვის მიწოდებული უკუკავშირები სერვისების შესახებ („თქვენი მასალა“). თქვენი მასალა, რომელიც შეიცავს პერსონალურ ინფორმაციას, გადამუშავდება ჩვენი კონფიდენციალურობის დებულების შესაბამისად.

3.1 თქვენ აკონტროლებთ თქვენს მასალას

Ancestry არ ითხოვს საკუთრების უფლებას თქვენს მასალაზე არ აკონტროლებს თქვენს არჩევანს სერვისებში მასალის გაზიარების დროს, და არ გზღუდავთ გააზიაროთ თქვენი მასალა Ancestry-ის სერვისების გარეთ. თქვენ შეგიძლიათ წაშალოთ თქვენი კონტენტი ან სერვისებში მოცემული ინსტრუქციების დაცვით ან თქვენი ანგარიშის პარამეტრებში შესვლით და თქვენი ანგარიშის წაშლით. თუმცა, თუ თქვენ გაგზავნით გამოხმაურებას, ჩაწერთ ანოტაციებს ან შეთავაზებებს Ancestry-ის ან ჩვენი სერვისების შესახებ, თქვენ ეთანხმებით, რომ ის ჩაითვალოს არაკონფიდენციალურ და საკუთრებაში არ მყოფად და ჩვენ შეგვეძლება გამოვიყენოთ თქვენი გამოხმაურება, ჩაწერილი ანოტაციები ან წინადადებები ნებისმიერი მიზნით, ყოველგვარი ვალდებულების ან თქვენთვის კომპენსაციის გადახდის გარეშე.

3.2 თქვენი კონტენტის გამოყენება

თქვენი კონტენტის გაგზავნით თქვენ ანიჭებთ Ancestry-ს არაექსკლუზიურ, ქველიცენზირებად, მსოფლიო მასშტაბის, ჰონორარის გარეშე ლიცენზიას თქვენი კონტენტის განთავსების, შენახვის, ინდექსირების, კოპირების, გამოქვეყნების, გავრცელების, წვდომის უზრუნველყოფის, წარმოებული სამუშაოების შესაქმნელად და სხვაგვარად გამოყენებისთვის, თქვენი კონფიდენციალურობისა და გაზიარების პარამეტრების შესაბამისად სერვისების მოსაწოდებლად, გასავრცელებლად ან გასაუმჯობესებლად. თქვენ შეგიძლიათ შეწყვიტოთ Ancestry-ის ლიცენზია თქვენი კონტენტის წაშლით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც თქვენ გაუზიარეთ თქვენი კონტენტი სხვებს და მათ გამოიყენეს თქვენი კონტენტი. თქვენ ასევე ეთანხმებით, რომ Ancestry ფლობს ნებისმიერ სიას და კომპილაციას, რომელიც მოიცავს თქვენს მასალასს და შეუძლია მისი გამოყენება თქვენი მასალისწაშლის შემდეგ.

3.3 თქვენი პასუხისმგებლობები თქვენს კონტენტთან დაკავშირებით

თქვენ ხართ პასუხისმგებელი თქვენი კონტენტის შექმნის, ატვირთვის, გამოქვეყნების ან გაზიარების გადაწყვეტილებაზე. თქვენს კონტენტის შეთავაზებით ან მასზე წვდომით თქვენ ეთანხმებით, რომ:

  • თქვენ გაქვთ ყველა საჭირო კანონიერი უფლება, რომ ატვირთოთ, გამოაქვეყნოთ ან გააზიაროთ თქვენი კონტენტი;
  • თქვენი მასალა არ არღვევს მოქმედ კანონმდებლობას.
  • თქვენი კონტენტი, რომელსაც საჯაროდ აზიარებთ, არ მოიცავს პერსონალურ ინფორმაციას, როგორც ეს განსაზღვრულია ჩვენს კონფიდენციალურობის დებულებაში, ცოცხალი ადამიანის შესახებ მისი თანხმობის გარეშე. ცოცხალი არასრულწლოვნების შემთხვევაში, თქვენ უნდა მიიღოთ თანხმობა მათი მშობლის ან მეურვისგან;
  • ნებისმიერი თქვენი კონტენტი უნდა შეესაბამებოდეს საზოგადოების წესებს;
  • თუ თქვენს კონტენტს საჯაროდ აზიარებთ, სხვა მომხმარებლებს ექნებათ თქვენს კონტენტზე წვდომა და მისი გამოყენების შესაძლებლობა, როგორც სერვისების ნაწილი ან მასთან ერთად. ჩვენ არ მოგვეთხოვება თქვენი რომელიმე კონტენტის წაშლა მისი საჯაროდ გაზიარების შემდეგ.
  • თქვენ გამოიყენებთ სხვა მომხმარებლების კონტენტს მხოლოდ Ancestry-ის სერვისების ფარგლებში და წინამდებარე პირობების და სხვა პოლიტიკის შესაბამისად, რომელიც გამოყენებულია როგორც საცნობარო მასალა;
  • Ancestry იტოვებს უფლებას, გააკონტროლოს თქვენი კონტენტი და შეამოწმოს უკანონო კონტენტის არსებობა ან წინამდებარე წესების სხვა დარღვევები, მათ შორის, საზოგადოების წესების და ამოიღოს უკანონო კონტენტი ან თქვენი კონტენტი, რომელიც მიგვაჩნია, რომ არღვევს წინამდებარე წესებს ან დაბლოკოს მათზე წვდომა. ჩვენ ასევე ამოვიღებთ თქვენს კონტენტს სასამართლოს მოქმედი ბრძანების საპასუხოდ ან მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნის შესაბამისად; და
  • სერიოზული ან განმეორებითი დარღვევები ან დანაშაულები გამოიწვევს თქვენი ანგარიშის ფუნქციონირების შეჩერებას ან შეწყვეტას, Ancestry-ის კონტენტის მოდერაციის პოლიტიკის შესაბამისად. Ancestry-ის პროცედურა კონტენტის შეფასებასა და ამოღებასთან დაკავშირებით მოცემულია აქ.

3.4 ამ პირობების დარღვევის შესახებ შეტყობინების გაგზავნა

Ancestry აცნობებს ნებისმიერ მომხმარებელს, რომელმაც შეგვატყობინა იმ კონტენტის შესახებ, რომელიც არღვევს ჩვენს წესებს, Ancestry-ის გადაწყვეტილებას, განახორციელოს რაიმე ქმედება კონტენტთან დაკავშირებით და, საჭიროების შემთხვევაში, აცნობებს კონტენტის მომწოდებელ მომხმარებელს გადაწყვეტილებას კონტენტის ამოღების ან მასზე წვდომის შეზღუდვის შესახებ. ნებისმიერ პირს, რომელზეც გავლენას ახდენს Ancestry-ის გადაწყვეტილება კონტენტთან დაკავშირებით, შეუძლია დაუკავშირდეს Ancestry-ს აქ, გადაწყვეტილების გასაჩივრების ან კომპენსაციის მიღების მიზნით, თუ თქვენ ხართ ევროკავშირის ტერიტორიაზე მცხოვრები მომხმარებელი.

თუ ფიქრობთ, რომ რომელიმე მასალა არღვევს საზოგადოების წესებს, თქვენს უფლებებს, შეიცავს უკანონო კონტენტს ან არღვევს ამ პირობებს, დაგვიკავშირდით ან წარმოადგინეთ ანგარიში ონლაინ. ჩვენ პატივს ვცემთ სხვათა ინტელექტუალური საკუთრების უფლებებს. საავტორო უფლებების დარღვევასთან დაკავშირებული საჩივრებისთვის ან საავტორო უფლებების დარღვევის შესახებ შეტყობინებისა და წაშლის მოთხოვნის გასაგზავნად, მათ შორის აშშ-ს ციფრული ათასწლეულის საავტორო უფლებების შესახებ კანონის შესაბამისად, დააწკაპუნეთ აქ.

4. განახლებები და გაუქმებები Ancestry-ის სერვისებისთვის

თქვენ მიერ რომელიმე სერვისის შესყიდვა(ები) და გამოწერა(ები) ექვემდებარება განახლებისა და გაუქმების პირობებს.

5. თქვენი ანგარიშის შეწყვეტა ან შეჩერება

ჩვენ ვიტოვებთ უფლებას შევზღუდოთ, შევაჩეროთ ან შევწყვიტოთ თქვენი წვდომა სერვისებზე, თუ თქვენ არღვევთ წინამდებარე პირობებს, მათ შორის საზოგადოების წესებს. თუ გამოვიყენებთ ამ უფლებებს, ჩვენ გაცნობებთ ჩვენი გადაწყვეტილების მიზეზს. თუ გადაწყვეტილება ეფუძნება თქვენი კონტენტის უკანონობას, ჩვენ ასევე აგიხსნით, თუ რატომ მიგვაჩნია ის უკანონოდ. თუ მოქმედი კანონმდებლობა მოითხოვს დამატებით შეტყობინებას ან პროცესს, ჩვენ უზრუნველვყოფთ ასეთ შეტყობინებას და პროცესს თქვენთვის. თუ მოქმედი კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ჩვენ არ აგინაზღაურებთ გამოწერის თანხებს ან დნმ-ის ტესტის კომპლექტის შესყიდვის თანხას, როდესაც თქვენ დაკარგეთ წვდომა სერვისებზე პირობების დარღვევის გამო, მათ შორის, საზოგადოების წესების დარღვევის გამო.

თუ თქვენ ხართ გამომწერი და წყვეტთ თქვენს ანგარიშს, ჩვენი მხრიდან პირობების დარღვევის გამო, ჩვენთვის 30-დღიანი გამოსწორების პერიოდის მოცემის შემდეგ, რომლის დროსაც ჩვენ ვერ შევძელით გამოსწორება, ჩვენ დაგიბრუნებთ წინასწარ გადახდილ ნებისმიერ თანხას პროპორციულ საფუძველზე.

6. არანაირი გარანტია

10.2.1 პუნქტის შესაბამისად, ჩვენ გაწვდით სერვისებს და Ancestry-ის მასალას „როგორც არის” საფუძველზე, რაც ნიშნავს რაიმე გარანტიის არარსებობას. კანონით დაშვებულ მაქსიმალურ ფარგლებში, ჩვენ უარს ვამბობთ ყველა გამოხატულ ან ნაგულისხმევ გარანტიაზე, მათ შორის, უფლებათა დაურღვევლობის, საბაზრო გამოსადეგობის კონკრეტული მიზნისთვის გამოსადეგობის ნაგულისხმევი გარანტიები. ჩვენ არ ვიძლევით რაიმე დაპირებას (ა) Ancestry-ის კონტენტის შესახებ, (ბ) თქვენ მიერ მოწოდებული კონტენტის შესახებ, (გ) სერვისების სპეციფიკური ფუნქციონირების შესახებ, (დ) Ancestry-ის კონტენტის ან სერვისების ხარისხის, სიზუსტის, სანდოობის ან ხელმისაწვდომობის შესახებ, ან (ე) რომ სერვისები თავისუფალი იქნება ვირუსებისგან ან სხვა დამაზიანებელი კომპონენტებისგან.

ჩვენ მუდმივად ვმუშაობთ ჩვენი სერვისების გასაუმჯობესებლად. Ancestry ხშირად ატარებს ექსპერიმენტებს და ამოწმებს ახალ ფუნქციებს, რომლებიც შეიძლება ყველასთვის ხელმისაწვდომი არ იყოს. Ancestry არ იძლევა დაპირებებს, რომ ექსპერიმენტები ან ახალი ფუნქციები ხელმისაწვდომი დარჩება ან გაფართოვდება. Ancestry-მ შეიძლება დაამატოს ან წაშალოს ფუნქციონალი ან ფუნქციები სერვისებიდან, ან შეცვალოს, თუ რომელი სერვისებია ხელმისაწვდომი თქვენი ანგარიშის ტიპის მიხედვით. თქვენი უფლებების შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის გაეცანით ნაწილს 10 და განახლებისა და გაუქმების პირობებს.

7. Ancestry-ის პასუხისმგებლობის შეზღუდვა

სერვისების გამოყენებით, თქვენ ეთანხმებით, რომ Ancestry-ის პასუხისმგებლობა შემოიფარგლება კანონით დაშვებული მასშტაბით. ჩვენ არ ვიქნებით პასუხისმგებლები რაიმე უნებლიე ზიანზე, რაიმე ფაქტობრივ, შემთხვევით ან გამომდინარე ზიანზე, ან რაიმე სახის დანაკარგზე ან მოთხოვნაზე. თუ თქვენ ცხოვრობთ იურისდიქციაში, რომელიც არ გვაძლევს საშუალებას ფართოდ შევზღუდოთ ჩვენი პასუხისმგებლობა, შეიძლება ზოგიერთი შეზღუდვა არ გავრცელდეს თქვენზე.

თუ თქვენ უკმაყოფილო ხართ სერვისების რომელიმე ნაწილით ან წინამდებარე პირობების რომელიმე დებულებით, თქვენ ცალმხრივად შეგიძლიათ შეწყვიტოთ სერვისების გამოყენება და თუ თქვენ იყენებთ ჩვენს რომელიმე გამოსაწერ სერვისს, გააუქმეთ თქვენი გამოწერა, როგორც ეს აღწერილია აქ. ჩვენი სრული პასუხისმგებლობა სერვისებთან ან წინამდებარე პირობებთან დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხზე შემოიფარგლება იმ მთლიანი თანხით, რომელიც თქვენ გადაგვიხადეთ იმ 12-თვიანი პერიოდის განმავლობაში, რომელიც წინ უძღვოდა იმ მოვლენას, რამაც გამოიწვია პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება. პასუხისმგებლობის ეს შეზღუდვა სრულად მოქმედებს ნიუ-ჯერსის რეზიდენტებისთვის.

8. თქვენი ანაზღაურება

თქვენ ეთანხმებით, რომ აუნაზღაურებთ და დაიცავთ Ancestry-ის, მის შვილობილ და სუბსიდიურ კომპანიებს, მათ შესაბამის ოფიცრებს, დირექტორებს, თანამშრომლებს, აგენტებს, მემკვიდრეებს და დანიშნულ პირებს („Ancestry-ის მხარეები”) უვნებლად ნებისმიერი პრეტენზიისგან, ზიანისგან ან სხვა ხარჯებისგან (ადვოკატის საფასურის ჩათვლით), რაც გამოწვეულია თქვენ მიერ სერვისების გამოყენებით და (ა) თქვენ მიერ წინამდებარე პირობების ან სხვა დოკუმენტების დარღვევით, რომლებიც წარმოადგენენ დოკუმენტის განუყოფელ ნაწილს; (ბ) თქვენ მიერ სხვა პირის უფლებების დარღვევით; ან (გ) ნებისმიერი მოთხოვნით, რაც დაკავშირებულია თქვენს კონტენტთან, მათ შორის მოთხოვნასთან, რომ თქვენმა კონტენტმა ზიანი მიაყენა სხვა პირს. ეს ანაზღაურების ვალდებულება გაგრძელდება მას შემდეგ, რაც შეწყვეტთ სერვისების გამოყენებას. გარდა ამისა, თქვენ ათავისუფლებთ Ancestry-ის მხარეებს ყველა პრეტენზიისგან, მოთხოვნისაგან, მოქმედებისგან ან სარჩელისაგან, რაც უკავშირდება თქვენ კონტენტს, მათ შორის ნებისმიერ პასუხისმგებლობას, რომელიც დაკავშირებულია თქვენი კონტენტის გამოყენებასთან ან გამოუყენებლობასთან, ცილისწამების, კონფიდენციალობის ხელყოფასთან, საჯაროობის უფლებასთან, ემოციურ სტრესთან ან ეკონომიკურ ზარალთან.

9. სხვა კომპანიების მიერ შემოთავაზებული სერვისები

ჩვენი სერვისები შეიძლება შეიცავდეს ბმულებს ვებსაიტებზე, რომლებსაც მესამე მხარეებს ეკუთვნის, მაგრამ აღნიშნული არ გულისხმობს ჩვენი მხრიდან რაიმე სახის სპონსორობას, მოწონებას, დამტკიცებას ან პასუხისმგებლობას. Ancestry არ იძლევა რაიმე შეთავაზებას ან გარანტიას მესამე მხარის საიტების, მათ მასალის, პროდუქტებისა თუ სერვისების შესახებ. გთხოვთ, ყურადღებით წაიკითხოთ მესამე მხარის ყველა ვებგვერდის წესები და პირობები და კონფიდენციალობის დოკუმენტაცია, რადგან ისინი შეიძლება Ancestry-ისგან არსებითად განსხვავდებოდეს.

10. დავების გადაწყვეტა, არბიტრაჟი და უარი კოლექტიურ სარჩელზე

ყურადღებით წაიკითხეთ წინამდებარე ნაწილი. ეს გავლენას ახდენს თქვენს იურიდიულ უფლებებზე, მათ შორის სასამართლოში სარჩელის შეტანის უფლებაზე.

ჩვენ დაუღალავად ვმუშაობთ იმისთვის, რომ ჩვენი მომხმარებელი კმაყოფილი დარჩეს. თუ თქვენ და Ancestry-ის შორის წარმოიქმნება დავა, ჩვენი მიზანია შემოგთავაზოთ დავის სწრაფად გადაჭრისთვის საჭირო რენტაბელური გზები. თუ გაქვთ რაიმე ეჭვი ან დავა სერვისებთან დაკავშირებით, თქვენ ეთანხმებით, რომ ჯერ სცადოთ დავის გადაჭრა არაოფიციალურად ჩვენთან დაკავშირებისგზით.

10.1 მომხმარებლებისთვის შეერთებული შტატებში

თქვენ და Ancestry ეთანხმებით, რომ წინამდებარე პირობები გავლენას ახდენენ სახელმწიფოთაშორის ვაჭრობაზე და რომ ფედერალური საარბიტრაჟო აქტი არეგულირებს წინამდებარე საარბიტრაჟო დებულებების ინტერპრეტაციას და აღსრულებას.

როგორც ამ შეთანხმებაშია გამოყენებული, ტერმინი „დავა“ იმდენად ფართო მნიშნველობით გამოიყენება, რამდენადაც ეს სამართლებრივად დასაშვებია და მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება ამით, ყველა ტიპის დავას თქვენსა და ნებისმიერ სხვა პირს შორის, რომლის სახელითაც თქვენ Ancestry-თან ურთიერთობდით, ერთი მხრივ და Ancestry-ს, მათ შორის მისი რომელიმე მშობელი, შვილობილი კომპანია, წინამორბედი, მემკვიდრე ან შვილობილი კომპანია, მეორეს მხრივ, რომლებიც წარმოიქმნება ან დაკავშირებულია რაიმე ფორმით ამ პირობებთან, ამ საარბიტრაჟო შეთანხმებასთან ან Ancestry-სა და თქვენს ურთიერთქმედებებთან ან ურთიერთობასთან. გარდა ამისა, თუ თქვენ იყენებთ ან გამოიყენებთ Ancestry-ის სერვისებს ან სხვაგვარად ურთიერთობთ Ancestry-თან არასრულწლოვნის ან სხვა პირის სახელით, რომლის მშობელი ან კანონიერი მეურვე ხართ, თქვენ ეთანხმებით, რომ არასრულწლოვნის ან სხვა პირის სახელით ნებისმიერი დავა, რომელიც წარმოიქმნება ან დაკავშირებულია Ancestry-ის სერვისების ამგვარ გამოყენებასთან ან Ancestry-სთან სხვა სახის ურთიერთქმედებასთან, ექვემდებარება საარბიტრაჟო განხილვას, როგორც ეს მითითებულია აქ, და ექვემდებარება სხვა შეთანხმებებს, რომლებიც მოცემულია აქ (მათ შორის, მაგრამ არ მხოლოდ, უარი კოლექტიურ სარჩელზე); თქვენ ასევე აცხადებთ, რომ თქვენ გაქვთ უფლებამოსილება დადოთ ასეთი შეთანხმება არასრულწლოვნის ან სხვა პირის სახელით. ჩვენს შორის ნებისმიერი დავა გადაწყდება საბოლოო და სავალდებულო არბიტრაჟის გზით ამ შეთანხმების პირობების შესაბამისად, შემდეგი სამი გამონაკლისის გარდა:

  • ამ ხელშეკრულების თითოეულ მხარეს ექნება შესაძლებლობა გადაწყვიტოს ნებისმიერი დავა, თუ ის შესაბამისად კვალიფიცირდება, მცირე საჩივრების განხილვის სასამართლოში თქვენი საცხოვრებელი ადგილის იურისდიქციის მიხედვით. თუ რაიმე დავა მოიცავს საჩივარს, როგორიც არის (1) ფულადი ზარალის ან ზიანის ანაზღაურება და (2) სამართლიანობის აღდგენა ან სასამართლო აკრძალვა, იმდენად, რამდენადაც მცირე საჩივრების იურისდიქციის მქონე სასამართლო არ განიხილავს სამართლიანობის აღდგენის ან სასამართლო აკრძალვის მოთხოვნებს, თითოეულ მხარეს აქვს შესაძლებლობა, ფულადი კომპენსაციის ან ზიანის ანაზღაურების შესახებ საჩივრები გადაწყვიტოს მცირე საჩივრების განხილვის სასამართლოში, ხოლო ნებისმიერი სარჩელი სამართლიანობის აღდგენის ან სასამართლო აკრძალვის შესახებ გადაწყვიტოს არბიტრაჟის მიერ ამ შეთანხმების შესაბამისად. თუ რაიმე მოთხოვნა ან საარბიტრაჟო განხილვის მოთხოვნა შეიძლება წარედგინოს მცირე საჩივრების განხილვის სასამართლოს, მაშინ ნებისმიერ მხარეს შეუძლია აირჩიოს მოთხოვნების განხილვა მცირე საჩივრების განხილვის სასამართლოში და არა არბიტრაჟში, ნებისმიერ დროს არბიტრის დანიშვნამდე, ამ არჩევანის შესახებ მეორე მხარის (ან მხარეებისთვის) წერილობითი შეტყობინების შემდეგ. თუ ეს დებულება ან მცირე საჩივრების განხილვის სასამართლოში საჩივრის შეტანის შეზღუდვა ძალადაკარგულად იქნება გამოცხადებული, მაშინ ეს პუნქტი შეიძლება განცალკევდეს მთლიანი დებულების გაუქმების გარეშე და საქმე განიხილება არბიტრაჟში; ეს დებულება არავითარ შემთხვევაში არ გულისხმობს სარჩელის აღძვრას ჯგუფურ, წარმომადგენლობით ან კონსოლიდირებულ საფუძველზე.
  • თითოეულ მხარეს შეუძლია სარჩელი შეიტანოს იუტას შტატის სასამართლოში მხოლოდ პატენტის ან საავტორო უფლებების დარღვევის გამო.
  • თუ ის დააკმაყოფილებს მოთხოვნებს, შეგიძლიათ საჩივარი შეიტანოთ შესაბამის ფედერალურ, შტატის ან ადგილობრივ სააგენტოში, რომელმაც ჩვენგან შეიძლება მოითხოვოს სამართლებლივი დაცვა თქვენი სახელით.

10.1.1 FAA მოქმედებს

ეს საარბიტრაჟო ხელშეკრულება და ნებისმიერი დაპირისპირება ან სარჩელი, რომელიც გამომდინარეობს ან დაკავშირებულია ამ საარბიტრაჟო ხელშეკრულებასთან ან მისი ნებისმიერი დებულების დარღვევასთან, რეგულირდება არბიტრაჟის შესახებ ფედერალური კანონის არსებითი და პროცედურული დებულებებით (9 U.S.C. § 1 და მომდ.). მხარეები აცნობიერებენ და თანხმდებიან, რომ არბიტრაჟის შესახებ ფედერალური კანონი ექსკლუზიურად არეგულირებს ამ საარბიტრაჟო ხელშეკრულების ინტერპრეტაციას და აღსრულებას, და რომ სხვა იურისდიქციის არსებითი ან პროცედურული დებულებები არ გამოიყენება ამ საარბიტრაჟო ხელშეკრულების ინტერპრეტაციის ან აღსრულების ან ამ საარბიტრაჟო შეთანხმების ინტერპრეტაციასთან ან აღსრულებასთან დაკავშირებული ნებისმიერი დავის ან დაპირისპირების მიმართ.

10.1.2 წინასაარბიტრაჟო დავების გადაწყვეტა

თუ რომელიმე მხარე ამ შეთანხმების მიხედვით აპირებს არბიტრაჟს მიმართოს, არბიტრაჟის მსურველმა მხარემ ჯერ უნდა აცნობოს მეორე მხარეს დავის შესახებ წერილობით არბიტრაჟის დაწყებამდე სულ მცირე 60 დღით ადრე. ნებისმიერი მოქმედი შეზღუდვის ვადა უნდა მოიცავდეს ამ 60 დღიან პერიოდს. Ancestry-ისთვის შეტყობინება უნდა გაიგზავნოს Ancestry-ში, Ancestry-ის იურიდიულ დეპარტემენტში მისამართზე: 1300 W. Traverse Parkway, Lehi, UT 84043. შეტყობინება გამოგეგზავნებათ საკონტაქტო ინფორმაციის გამოყენებით, რომელიც თქვენ მითითებული გაქვთ Ancestry-ში ან, თუ ასეთი ინფორმაცია არ არის ხელმისაწვდომი ან მოძველებულია, პირადი სერვისის საშუალებით. ნებისმიერი მხარის მიერ მოწოდებული შეტყობინება უნდა შეიცავდეს საკმარის ინფორმაციას, რათა მიმღებ მხარეს შეეძლოს თქვენი ანგარიშის იდენტიფიცირება (მათ შორის, ანგარიშისთვის გამოყენებული სახელი და ელფოსტის მისამართი), ასევე შეაფასოს და ქონდეს მოთხოვნის გადაწყვეტის მცდელობა, მათ შორის მოთხოვნის აღწერა, მოთხოვნის დამადასტურებელი კონკრეტული ფაქტები, მოთხოვნილი ზიანი და მოთხოვნილი კომპენსაცია. შეტყობინების ეს მოთხოვნა მიზნად ისახავს ნებისმიერ მხარეს მისცეს მორიგების სამართლიანი, ფაქტებზე დაფუძნებული შეთავაზების შესაძლებლობა, თუ მხარე ამის გაკეთებას აირჩევს. არცერთ მხარეს არ შეუძლია წამოიწყოს არბიტრაჟი, თუ თავდაპირველად მხარე არ მიაწვდის ამ ინფორმაციას. ამ შეტყობინების საკმარისობასთან დაკავშირებული დავის შემთხვევაში, საკითხი გადაწყდება შესაბამისი იურისდიქციის სასამართლოს მიერ საარბიტრაჟო სარჩელის წარდგენამდე. თუ მხარე უზრუნველყოფს ამ ინფორმაციას და დავა არ მოგვარდება 60 დღის განმავლობაში, ნებისმიერ მხარეს შეუძლია განაგრძოს საარბიტრაჟო მოთხოვნის წარდგენა.

10.1.3 არბიტრაჟის წესები

გარდა 10.1.4 პუნქტში მითითებულისა, არბიტრაჟი ჩატარდება JAMS-ის მიერ JAMS-ის მოდერნიზებული საარბიტრაჟო პროცედურების წესების შესაბამისად იმ მოთხოვნებზე, რომლებიც არ აღემატება 250 000 აშშ დოლარს და JAMS-ის ყოვლისმომცველი საარბიტრაჟო წესების და პროცედურების შესაბამისად იმ მოთხოვნებზე, რომლებიც აჭარბებენ 250 000 აშშ დოლარს, რომელი წესებიც მოქმედია არბიტრაჟის დაწყების მომენტში, რაიმე წესის ან პროცედურის გამორიცხვით, რომელიც არეგულირებს ან უშვებს კოლექტიურ სარჩელებს. JAMS-ში ჩატარებული ნებისმიერი არბიტრაჟი ინდივიდუალურად უნდა ჩატარდეს ერთი არბიტრის წინაშე და არ უნდა იყოს კონსოლიდირებული ნებისმიერი სხვა პირის მოთხოვნებთან. თუ არცერთი წარდგენილი მოთხოვნა ან შესაგებელი არ აღემატება 25 000 აშშ დოლარს (ადვოკატთა საფასურის გამოკლებით), დავა გადაწყდება მხოლოდ დოკუმენტების წარდგენით/კაბინეტური არბიტრაჟით, თუ არბიტრი არ იპოვის სხვა საფუძველს პირდაპირი მოსმენისთვის. ნებისმიერ მხარეს შეუძლია არბიტრაჟში შეიტანოს დისპოზიციური შუამდგომლობები, მათ შორის შეუზღუდავად აცილების შუამდგომლობა და/ან შუამდგომლობა შემაჯამებელი გადაწყვეტილების შესახებ, და არბიტრი გამოიყენებს სტანდარტებს, რომლებიც არეგულირებს ასეთ შუამდგომლობებს სამოქალაქო საპროცესო ფედერალური წესების მიხედვით. არბიტრს და არა რომელიმე ფედერალურ, შტატის ან ადგილობრივ სასამართლოს ან სააგენტოს, აქვს ექსკლუზიური უფლებამოსილება გადაჭრას ყველა დავა, რომელიც წარმოიქმნება ან დაკავშირებულია წინამდებარე პირობების ან კონფიდენციალობის შესახებ არსებული განცხადების ინტერპრეტაციასთან, გამოყენებადობასთან, აღსრულებასთან ან ფორმირებასთან, მათ შორის, მაგრამ არა მხოლოდ, ნებისმიერი სარჩელი, რომ წინამდებარე პირობების ან კონფიდენციალობის დებულების მთელი ან რომელიმე ნაწილი ბათილია ან ბათილი შეიძლება გახდეს, მიუხედავად იმისა, სარჩელი ექვემდებარება თუ არა არბიტრაჟს, ან შეკითხვა უფლებებზე უარის თქმაზე სასამართლო პროცესის საფუძველზე. არბიტრს აქვს უფლებამოსილება გამოსცეს ნებისმიერი დოკუმენტი, რომელიც დასაშვები იქნება სასამართლოში კანონის ან სამართლიანობის შესაბამისად. არბიტრის გადაწყვეტილება უნდა იყოს წერილობითი და სავალდებულოა მხარეებისთვის და შეიძლება შეტანილ იქნეს როგორც გადაწყვეტილება კომპეტენტური იურისდიქციის ნებისმიერ სასამართლოში.

არბიტრაჟის დასაწყებად ამ 10.1.3 პუნქტის შესაბამისად, თქვენ უნდა გააკეთოთ შემდეგი: (ა) დაწეროთ მოთხოვნა არბიტრაჟის შესახებ, რომელიც მოიცავს სარჩელის აღწერას და ზიანის ოდენობას, რომლის ანაზღაურებას ცდილობთ (შეგიძლიათ იპოვოთ საარბიტრაჟო მოთხოვნის ასლი www.jamsadr.com-ზე); (ბ) გაგზავნოთ საარბიტრაჟო მოთხოვნის სამი ასლი, პლუს განაცხადის შეტანის შესაბამისი საფასური JAMS-ში, Two Embarcadero Center, Suite 1500, San Francisco, California 94111; და (გ) გაგზავნოთ საარბიტრაჟო მოთხოვნის ერთი ასლი Ancestry-ში, Ancestry-ის იურიდიულ დეპარტამენტში, 1300 W Traverse Parkway, Lehi, UT 84043. არბიტრაჟი შეიძლება ჩატარდეს იმ ქვეყანაში, სადაც თქვენ ცხოვრობთ განაცხადის შეტანის დროს. თქვენ და Ancestry დამატებით ეთანხმებით, რომ დაემორჩილოთ ნებისმიერი ფედერალური ან შტატის სასამართლოს პერსონალურ იურისდიქციას სან-ფრანცისკოს ოლქში, კალიფორნია, რათა აიძულოთ არბიტრაჟი, შეაჩეროს საარბიტრაჟო პროცესი, ან დაადასტუროთ, შეცვალოთ, გაათავისუფლოთ ან გამოიტანოთ გადაწყვეტილება არბიტრის მიერ გამოტანილ განაჩენზე.

მხარეები არბიტრს ირჩევენ ურთიერთშეთანხმებით. თუ მხარეები ვერ ახერხებენ არბიტრის არჩევას ორმხრივი თანხამობით, არბიტრი შეირჩევა შემდეგნაირად: JAMS თითოეულ მხარეს გადასცემს ცხრა (9) არბიტრის სიას, რომლებიც შედგენილია მისი არბიტრების დაფიდან. თითოეულ მხარეს ექნება ათი (10) კალენდარული დღე იმისათვის, რომ მონიშნოს ყველა იმ სიაში, ვისაც ის მიუღებლად მიიჩნევს. თუ მხოლოდ ერთი საერთო სახელი დარჩება ორივე მხარის სიაში, ეს პირი დაინიშნება არბიტრად. თუ ერთზე მეტი საერთო სახელი დარჩება ორივე მხარის სიაში, მხარეები მონაცვლეობით გადაშლიან სახელებს საერთო სახელების სიიდან სატელეფონო კონფერენციის დროს, რომელსაც JAMS გაუკეთებს ადმინისტრირებას, ვიდრე მხოლოდ ერთი არ დარჩება. მომჩივანი შლის პირველი. თუ საერთო სახელი არ დარჩება ორივე მხარის სიაში, JAMS წარუდგენს დამატებით ცხრა (9) არბიტრის სიას, საიდანაც მხარეები მონაცვლეობით გადაშლიან სახელებს საერთო სახელების სიიდან სატელეფონო კონფერენციის დროს, რომელსაც JAMS გაუკეთებს ადმინისტრირებას, სანამ მხოლოდ ერთი სახელი დარჩება. მომჩივანი შლის პირველი. ეს პირი დაინიშნება არბიტრად. თუ არჩეული პიროვნება ვერ გაწევს სამსახურს, JAMS გადასცემს სხვა ცხრა (9) არბიტრის სიას და გაიმეორებს შერჩევის პროცესს.

თქვენ მოგეთხოვებათ გადაიხადოთ 250 აშშ დოლარი, ან თანხა, რომელიც განსაზღვრულია JAMS-ის მოქმედი წესებით, ჩვენს წინააღმდეგ არბიტრაჟის დასაწყებად. თუ არბიტრი აღმოაჩენს, რომ არბიტრაჟი არ არის სერიოზულობას მოკლებული, Ancestry გადაიხდის JAMS-ის მიერ გაცემული ინვოისების ყველა სხვა საფასურს, მათ შორის საარბიტრაჟო მოსაკრებლებს და არბიტრისა და მოსმენის ხარჯებს. თქვენ პასუხისმგებელი ხართ თქვენი ადვოკატის საფასურზე გარდა იმ შემთხვევისა, თუ არბიტრაჟის წესები და/ან მოქმედი კანონმდებლობა სხვაგვარად ითვალისწინებს.

10.1.4 რამდენიმე მოთხოვნა

თუ 25 ან მეტმა პირმა გაგზავნა დავის შესახებ შეტყობინება Ancestry-თან მსგავსი პრეტენზიებით და პრეტენზიების წარმდგენი პირების ადვოკატებიც იგივეა ან კოორდინირებულია ამ პირებთან, რამდენადაც პრეტენზიების განხილვა უნდა მოხდეს არბიტრაჟში, ისინი არ განიხილება JAMS-ის წინაშე JAMS-ის წესების შესაბამისად და ნაცვლად ამისა, მათი განხილვა უნდა მოხდეს ამერიკის საარბიტრაჟო ასოციაციაში („AAA”), როგორც მოცემულია ქვემოთ.

პირველ ეტაპზე, 12 საარბიტრაჟო განხილვა უნდა წარიმართოს AAA სამომხმარებლო არბიტრაჟის წესების შესაბამისად, თითოეული მათგანი ერთი არბიტრის წინაშე. ნებისმიერი სხვა პირის პრეტენზიები, რომლებმაც წამოაყენეს მსგავსი მოთხოვნები და რომლებიც წარმოდგენილნი არიან იგივე ან კოორდინირებული ადვოკატით, არ უნდა იყოს წარდგენილი AAA-ში ამ თავდაპირველი პროცედურების დასრულებამდე და ქვემოთ აღწერილ გლობალურ მედიაციამდე. ნებისმიერი მოქმედი შეზღუდვის ვადა უნდა გაგრძელდეს 10.1.2 ნაწილში აღწერილი დავის შეტყობინების დღიდან ამ თავდაპირველი პროცესის და ქვემოთ აღწერილი გლობალური მედიაციის დასრულებამდე.

Ancestry-ის ადვოკატმა და ფიზიკური პირების ადვოკატმა, რომლებმაც წამოაყენეს მოთხოვნები, უნდა აირჩიონ 6 საქმე, რომლებიც პირველ რიგში არბიტრაჟი განახორციელონ ამ ცალკეულ სამართალწარმოებებში. ამ 12 არბიტრაჟიდან თითოეული უნდა ჩატარდეს ცალკე არბიტრის წინაშე. AAA-მ უნდა წარმოადგინოს შემოთავაზებული არბიტრების სია ამ 12 არბიტრაჟიდან თითოეულისთვის. თუ მხარეები ვერ თანხმდებიან ამ სიებიდან არბიტრებზე, თითოეულ მხარეს უნდა ჰქონდეს 14 კალენდარული დღე სიის გადაცემის თარიღიდან, რომლის დროსაც გამორიცხავენ ორამდე გაპროტესტებულ სახელს, დარჩენილ სახელებს გადანომრიან უპირატესობის მიხედვით და დაუბრუნებენ სიას AAA-ს. AAA შემდეგ დანიშნავს არბიტრს ყველაზე მაღალი რეიტინგის მქონე არბიტრებიდან თითოეულ სიაში დარჩენილი არბიტრიდან, რომელიც ხელმძღვანელობს 12 არბიტრაჟს.

მას შემდეგ, რაც საბოლოო, წერილობითი გადაწყვეტილება იქნება გამოტანილი ამ 12 არბიტრაჟიდან თითოეულში, Ancestry და ყველა პირი, რომლებმაც წამოაყენეს მსგავსი მოთხოვნები და რომლებიც წარმოდგენილნი არიან იგივე ან კოორდინირებული ადვოკატით, მონაწილეობას მიიღებენ გლობალურ მედიაციაში. Ancestry-ს ადვოკატმა და იმ პირთა ადვოკატმა, რომლებმაც წამოაყენეს მსგავსი პრეტენზიები, ორმხრივად უნდა შეარჩიონ მედიატორი. იმ შემთხვევაში, თუ მხარეები ვერ შეთანხმდებიან მედიატორზე, Ancestry-ს ადვოკატმა და იმ პირების ადვოკატმა, რომლებმაც წამოაყენეს მსგავსი მოთხოვნები, თითოეულმა უნდა შესთავაზოს 4 პოტენციური მედიატორი. ეს წინადადებები არ უნდა შეიცავდეს ნებისმიერ პირს, რომელიც არბიტრის როლს ასრულებდა 12 თავდაპირველ საქმის წარმოებაში. Ancestry-ს ადვოკატმა და იმ პირთა ადვოკატმა და იმ პირთა მრჩეველმა, რომლებმაც წამოაყენეს მსგავსი მოთხოვნები, თანმიმდევრულად უნდა გამორიცხონ მედიატორები 8-კაციანი სიიდან, დაწყებული იმ პირთა ადვოკატით, რომლებმაც წამოაყენეს მსგავსი მოთხოვნები, სანამ არ დარჩება ერთი მედიატორი, რომელიც შეასრულებს მედიატორის ფუნქციას. მედიატორს უნდა მიეწოდოს წერილობითი საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გონივრულად ანონიმური ვერსიები, რომლებიც გამოტანილია 12 წამყვანი არბიტრაჟიდან თითოეულში. Ancestry იხდის მედიაციის საფასურს. მედიაციის დასასრულებლად მხარეებს ექნებათ 90 დღე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მხარეები ორმხრივად თანხმდებიან ამ ვადის გაგრძელებაზე.

იმ შემთხვევაში, თუ მედიაცია არ გადაწყვეტს ყველა მოთხოვნას, Ancestry-ს ან პირებს, რომლებმაც წამოაყენეს მსგავსი მოთხოვნები (და რომელთა მოთხოვნები არ იყო განხილული თავდაპირველ წარმოებაში) შეუძლიათ აირჩიონ სასამართლო პროცესი ან ინდივიდუალური არბიტრაჟის წარმოება AAA-ში. თუ Ancestry სასამართლოში წასვლას გადაწყვეტს, ყველა საქმე სასამართლოში წარიმართება. თუ Ancestry აირჩევს საარბიტრაჟო განხილვას, თითოეულ პირს, რომელმაც წამოაყენა მსგავსი მოთხოვნები (და რომლის მოთხოვნები არ იყო განხილული თავდაპირველ საარბიტრაჟო განხილვაში), კვლავ შეუძლია აირჩიოს სასამართლო განხილვა საარბიტრაჟო განხილვის ნაცვლად. როდესაც რომელიმე მხარე ირჩევს სასამართლოს, ეს პრეტენზიები განიხილება იუტას შტატის კომპეტენტური იურისდიქციის სასამართლოში. ქვემოთ მოცემული 10.1.5 პუნქტის შესაბამისად, ნებისმიერი ასეთი მოთხოვნა, რომელიც განიხილება სასამართლოში, არ უნდა გაგრძელდეს, როგორც კოლექტიური ან წარმომადგენლობითი სარჩელი.

კომპეტენტური იურისდიქციის მქონე სასამართლო უფლებამოსილია აღასრულოს წინამდებარე 10.1.4 პუნქტი და, საჭიროების შემთხვევაში, დაავალდებულოს Ancestry-ს მიმართ საარბიტრაჟო მოთხოვნების მასობრივი წარდგენა იმ შემთხვევაში, როდესაც რომელიმე მხარე არ შეასრულებს ამ 10.1.4 პუნქტით განსაზღვრულ პროცედურებს. სხვა შემთხვევაში, არბიტრს და არა რომელიმე ფედერალურ, შტატის ან ადგილობრივ სასამართლოს ან სააგენტოს, აქვს ექსკლუზიური უფლებამოსილება გადაჭრას ყველა დავა, რომელიც წარმოიქმნება ან დაკავშირებულია წინამდებარე პირობების ან კონფიდენციალობის შესახებ არსებული განცხადების ინტერპრეტაციასთან, გამოყენებადობასთან, აღსრულებასთან ან ფორმირებასთან, მათ შორის, მაგრამ არა მხოლოდ, ნებისმიერი სარჩელი, რომ წინამდებარე პირობების ან კონფიდენციალობის დებულების მთელი ან რომელიმე ნაწილი ბათილია ან ბათილი შეიძლება გახდეს, მიუხედავად იმისა, სარჩელი ექვემდებარება თუ არა არბიტრაჟს, ან შეკითხვა უფლებებზე უარის თქმაზე სასამართლო პროცესის საფუძველზე.

10.1.5 არანაირი კოლექტიური სარჩელი

ეს დებულება მოიხსენიება, როგორც „უარი კოლექტიურ სარჩელზე.“ მხარეები თანხმდებიან, რომ თითოეულ მხარეს შეუძლია მეორესთან მხოლოდ ინდივიდუალურად გადაწყვიტოს დავები და არ შეუძლია სარჩელის წარდგენა, როგორც მოსარჩელეს ან კოლექტივის წევრს კოლექტიურ, კონსოლიდირებულ ან წარმომადგენლობით სარჩელში. გარდა ზემოთ, 10.1.4 ნაწილში მითითებული დებულებისა, არც ერთი ინდივიდის დავა არ შეიძლება კონსოლიდირებული იყოს სხვა ინდივიდის დავასთან. ეს დებულება ვრცელდება როგორც საარბიტრაჟო წესით გადაწყვეტილ დავებზე, ასევე სასამართლოს მიერ გადაწყვეტილ დავებზე, იმდენად, რამდენადაც ასეთი დავები წარმოიქმნება. თუ რომელიმე სასამართლო ან არბიტრი დაადგენს, რომ ამ პარაგრაფში გათვალისწინებული კოლექტიური სარჩელის შეზღუდვა ბათილია ან არააღსრულებადი რაიმე მიზეზით, ან რომ არბიტრაჟი შეიძლება მიმდინარეობდეს კოლექტიურ ან წარმომადგენლობით საფუძველზე, მაშინ ზემოთ ჩამოთვლილი საარბიტრაჟო დებულებები მთლიანად ბათილად ჩაითვლება, ხოლო მხარეებთან დაკავშირებით ჩაითვლება, რომ ვერ შეთანხმდნენ დავის საარბიტრაჟო წესით განხილვაზე. ასეთ შემთხვევებში, დავა უნდა განიხილებოდეს იუტას შტატში მდებარე კომპეტენტური იურისდიქციის ფედერალურ ან შტატის სასამართლოში და არა არბიტრაჟში.

საარბიტრაჟო გადაწყვეტილება და მისი დამადასტურებელი გადაწყვეტილება ვრცელდება მხოლოდ ამ კონკრეტულ საქმეზე და არ იქნება სავალდებულო რომელიმე მხარისთვის სხვა შემთხვევაში.

10.1.6 დაყოფა

გარდა იმ შემთხვევებისა, რომელიც მითითებულია დებულებაში „უარი კოლექტიურ სარჩელზე”, თუ ამ საარბიტრაჟო ხელშეკრულების რომელიმე დებულება ითვლება ბათილად, არააღსრულებად, არაკეთილსინდისიერად, მთლიანად ან ნაწილობრივ, ეს გავლენას არ მოახდენს საარბიტრაჟო ხელშეკრულების დარჩენილი დებულებების ნამდვილობაზე. ყველა დარჩენილი დებულება დარჩება ძალაში.

10.1.7 ცვლილებები წინამდებარე ნაწილში

Ancestry მოგაწვდით შეტყობინებას ოცდაათი (30) დღით ადრე ნებისმიერი ცვლილების შესახებ, რომელიც გავლენას მოახდენს წინამდებარე პარაგრაფის შინაარსზე, სერვისების პირობების ცვლილებების შესახებ შეტყობინების გამოქვეყნებით, თქვენთვის შეტყობინების გაგზავნით ან სხვაგვარად თქვენი გაფრთხილებით, როდესაც შესული ხართ თქვენს ანგარიშში. ცვლილებები ძალაში შევა სერვისებზე მათი გამოქვეყნებიდან ან ჩვენთან გამოგზავნიდან ოცდაათი (30) დღის შემდეგ.

წინააღმდეგ შემთხვევაში, წინამდებარე პარაგრაფში შესული ცვლილებები გავრცელდება პროსპექტულად მხოლოდ იმ პრეტენზიებზე, რომლებიც წარმოიქმნება ოცდამეათე (30-ე) დღის შემდეგ. თუ სასამართლო ან არბიტრი გადაწყვეტს, რომ წინამდებარე ქვეპუნქტი "ამ პარაგრაფში შესული ცვლილებების შესახებ" არ არის აღსასრულებელი ან მოქმედი, მაშინ ეს ქვეპუნქტი უნდა იყოს გამოყოფილი პარაგრაფისგან, სახელწოდებით „დავა, გადაწყვეტა, არბიტრაჟი და უარი კოლექტიურ სარჩელზე” და სასამართლო ან არბიტრი ვალდებულია გამოიყენოს პირველი საარბიტრაჟო და კოლექტიური ქმედებების უარის თქმის პარაგრაფი მას შემდეგ, რაც დაიწყებთ სერვისების გამოყენებას.

10.1.8 ძალაში დარჩენა

წინამდებარე ნაწილი „დავების გადაწყვეტა, არბიტრაჟი და უარი კოლექტიურ სარჩელზე” ძალაში დარჩება თქვენი ანგარიშის ან სერვისების ნებისმიერ შეწყვეტის შემდეგ.

10.2 შეერთებული შტატების ფარგლებს გარეთ მყოფი მომხმარებლებისთვის

თუ თქვენ ხართ არამომხმარებელი და იმყოფებით ევროკავშირში ან აშშ-ს ფარგლებს გარეთ, თქვენ ეთანხმებით, რომ ირლანდიის სასამართლოებს ჰქონდეთ ექსკლუზიური იურისდიქცია წინამდებარე შეთანხმებასთან დაკავშირებულ ყველა დავაზე (იქნება ეს სახელშეკრულებო თუ არასახელშეკრულებო).

10.2.1 მომხმარებლები ევროკავშირიდან და გაერთიანებული სამეფოდან

თუ თქვენ ხართ ევროკავშირიდან ან გაერთიანებული სამეფოდან მომხმარებელი, თქვენ ისარგებლებთ იმ ქვეყნის კანონმდებლობის სავალდებულო დებულებებით, სადაც ცხოვრობთ და არაფერი ამ შეთანხმებაში არ იმოქმედებს თქვენს, როგორც მომხმარებლის უფლებებზე, დაეყრდნოთ ადგილობრივი კანონმდებლობის სავალდებულო დებულებებს. ჩვენ გაძლევთ სამართლებრივ გარანტიას, რომ მომსახურება იქნება სამართლებრივ შესაბამისობაში მისი მიწოდების დროს და თქვენთან გაფორმებული ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში. ამ სამართლებრივი გარანტიის თანახმად, ჩვენ პასუხს ვაგებთ სერვისების შესაბამისობის არარსებობაზე და თქვენ გაქვთ სამართლებრივი დაცვის უფლება თქვენი ადგილობრივი კანონმდებლობის შესაბამისად. ჩვენ შეგატყობინებთ შესაძლებლობის ფარგლებში ნებისმიერი სერვისის მოხსნის, შეჩერების ან შეწყვეტის ან რაიმე ფუნქციის ან ფუნქციონირების შესახებ.

თუ თქვენ ხართ მომხმარებელი ევროკავშირიდან, უფლება გაქვთ, წარმართოთ ნებისმიერი სამართლებრივი პროცესი, რომელიც დაკავშირებულია ამ შეთანხმებასთან თქვენი საცხოვრებელი ადგილის კომპეტენტურ სასამართლოში ან Ancestry-ის საქმიანობის ადგილის კომპეტენტური სასამართლოში, ირლანდიაში. თუ თქვენ ხართ მომხმარებელი გაერთიანებული სამეფოდან, თქვენ უფლებამოსილი ხართ წინამდებარე ხელშეკრულებასთან დაკავშირებული ნებისმიერი სასამართლო საქმე აწარმოოთ ინგლისისა და უელსის კომპეტენტური სასამართლოს წინაშე, თქვენ ეთანხმებით, რომ ინგლისსა და უელსს ექნებათ ექსკლუზიური იურისდიქცია წინამდებარე ხელშეკრულებასთან დაკავშირებულ ყველა დავაზე (სახელშეკრულებო ან არასახელშეკრულებო). თუ Ancestry ცდილობს აღასრულოს თავისი რომელიმე უფლება თქვენს, როგორც მომხმარებლის წინააღმდეგ, ჩვენ შეგვიძლია ამის გაკეთება მხოლოდ იმ იურისდიქციის სასამართლოებში, სადაც თქვენ ცხოვრობთ. არაფერი, რაც წინამდებარე პუნქტშია მოცემული, არ შეზღუდავს Ancestry-ის უფლებებს, რომ აღასრულოს სააღსრულებო წარმოება სხვა იურისდიქციაში ან მოიძიოს შუალედური, დამცავი ან დროებითი დახმარება სხვა იურისდიქციის სასამართლოებში.

ევროკავშირის მომხმარებლებისთვის ინფორმაცია 524/2013 რეგულაციის შესაბამისად: ევროკომისია გთავაზობთ, რომ თუ თქვენ ხართ მომხმარებელი ევროკავშირიდან, თქვენ გაქვთ უფლება დავა წარადგინოთ ევროკავშირის პლატფორმის „ონლაინ დავების გადაწყვეტის” (ODR) საშუალებით, ხელმისაწვდომია მისამართზე: http://ec.europa.eu/consumers/odr/.

10.3 გამოსაყენებელი სამართალი

თუ თქვენ გაქვთ წვდომა სერვისებზე შეერთებულ შტატებში, იუტას შტატის კანონები და შესაბამისად, ამერიკის შეერთებული შტატების კანონები არეგულირებენ წინამდებარე პირობებს და სერვისების გამოყენებას. ყველა მოთხოვნა, რომელიც არბიტრაჟს არ ექვემდებარება და შეერთებულ შტატებში იქნება წარდგენილი, დაექვემდებარება იუტას შტატის სასამართლოების იურისდიქციას. 10.2.1 პარაგრაფიდან გამომდინარე, თუ თქვენ გაქვთ წვდომა სერვისებზე ყველგან შეერთებული შტატების გარდა, მაშინ ირლანდიის კანონები დაარეგულირებს წინამდებარე პირობებს.

11. სხვადასხვა

11.1 ცვლილებები

ჩვენ შესაძლოა ნებისმიერ დროს შევცვალოთ ეს პირობები და ვთანხმდებით, რომ გაცნობოთ ნებისმიერი მატერიალური ცვლილების შესახებ სერვისების მეშვეობით ინფორმაციის გამოქვეყნებით ან ელფოსტის გამოგზავნით. მატერიალური ცვლილებები ძალაშია გამოქვეყნებიდან ოცდაათი დღის შემდეგ, გარდა ახალ სერვისებთან ან საკანონმდებლო მოთხოვნებთან დაკავშირებული ცვლილებებისა, რომლებიც ძალაში შედის დაუყოვნებლივ. თქვენ მიერ სერვისების უწყვეტი გამოყენება ნიშნავს, რომ თქვენ ეთანხმებით შეცვლილ პირობებს. თუ არ ეთანხმებით ცვლილებებს, უნდა შეწყვიტოთ სერვისების გამოყენება და, საჭიროების შემთხვევაში, გააუქმოთ თქვენი გამოწერა.

11.2 მთლიანი ხელშეკრულება

წინამდებარე პირობები და სხვა დოკუმენტები, რომლებიც წარმოადგენენ დოკუმენტის განუყოფელ ნაწილს, ასახავენ თქვენსა და Ancestry-ს შორის სრულ ხელშეკულებას სერვისების გამოყენებასთან დაკავშირებით და ანაცვლებს ნებისმიერ წინა ხელშეკრულებას.

11.3 უფლება-მოვალეობების გადაცემა

ჩვენ ვიტოვებთ უფლებას მივანიჭოთ ან გადავცეთ ჩვენი უფლებები და მოვალეობები წინამდებარე შეთანხმების შესაბამისად. თუ Ancestry ან ნებისმიერი სერვის პროვაიდერი შეძენილია ან გადაცემულია სხვა სუბიექტისთვის (მთლიანად ან ნაწილობრივ და მათ შორის გაკოტრებასთან ან მსგავს პროცედურებთან დაკავშირებით), თქვენ თანახმა ხართ, რომ Ancestry-მ ამ სუბიექტს გაუზიაროს თქვენი პერსონალური ინფორმაცია და თქვენი კონტენტი. თქვენ არ შეგიძლიათ, Ancestry-ის წერილობითი თანხმობის გარეშე, მიანიჭოთ ან გადასცეთ თქვენი რომელიმე უფლება და მოვალეობა. ამ პირობების მესამე მხარის ბენეფიციარები არ არსებობს.

11.4 დაყოფა

გარდა იმ შემთხვევებისა, რაც აღნიშნულ დოკუმენტში ცალსახად არის გათვალისწინებული, წინამდებარე პირობების რომელიმე პარაგრაფის ან პუნქტის შეუსრულებლობა გავლენას არ მოახდენს დარჩენილი პირობების აღსრულებაზე.

11.5 უფლებების შენარჩუნება

ჩვენ მიერ წინამდებარე პირობების რომელიმე დებულების შეუსრულებლობა არ ნიშნავს ჩვენს უფლებებზე უარის თქმას წინამდებარე დებულების შესაბამისად და ვიტოვებთ ყველა უფლებას, რომელიც ცხადი სახით თქვენთვის არ არის გადმოცემული.

11.6 ცამეტი წლის და ცამეტ წლამდე ასაკის არასრულწლოვნები.

Ancestry შეგნებულად არ ეძებს ან აგროვებს პერსონალურ ინფორმაციას უშუალოდ 13 წლამდე ასაკის პირისგან და გამოიყენებს კომერციულად გონივრულ ძალისხმევას, რომ წაშალოს ასეთი მონაცემები ჩვენი სისტემიდან.

11.7 მიუკერძოებელი საკრედიტო ანგარიშგების აქტი

Ancestry არ არის მომხმარებელთა ანგარიშგების სააგენტო, როგორც ეს განსაზღვრულია მიუკერძოებელი საკრედიტო ანგარიშგების აქტში („FCRA”), და ინფორმაცია, რომლითაც შეგიძლიათ წვდომა სერვისებზე, არ შეგროვებულა მთლიანად ან ნაწილობრივ მომხმარებელთა ანგარიშების წარდგენის მიზნით, როგორც ეს განსაზღვრულია FCRA-ში. თქვენ არ უნდა გამოიყენოთ სერვისი, როგორც ფაქტორი (1) ადამიანის უფლებების დასადგენად პერსონალური კრედიტის ან დაზღვევის ან რისკების შეფასების დროს, რაც უკავშირდება არსებულ სამომხმარებლო საკრედიტო ვალდებულებებს, (2) ადამიანის შესაფასებლად სამსახურში აყვანის, დაწინაურების, სხვა სამსახურში გადაყვანის ან დამატებითი ვადით დატოვების მიზნით (მათ შორის, მაგრამ არა მხოლოდ, საყოფაცხოვრებო მუშაკების დასაქმების ჩათვლით, როგორიც არიან ბავშვების მომვლელები, დასუფთავების პერსონალი, ძიძები, კონტრაქტორები და სხვა ფიზიკური პირები), ან (3) ნებისმიერი სხვა პერსონალური საქმიანი ტრანზაქციისთვის სხვა პირთან (მათ შორის და არა მხოლოდ, ბინის დაქირავება).

11.8 საკუთარი ინიციატივით იდეის წარდგენის პოლიტიკა

Ancestry არ იღებს, გადახედავს ან განიხილავს მოთხოვნის გარეშე მიწოდებულ იდეებს ან მასალებს (მათ შორის, მაგრამ არა მხოლოდ, ახალი სარეკლამო კამპანიები, ახალი აქციები, ახალი პროდუქტების ან ტექნოლოგიები, პროცესები, მასალები, მარკეტინგული გეგმები ან ახალი პროდუქტის სახელები) Ancestry-ის მიერ კონკრეტულად მოთხოვნილის გარდა. გთხოვთ, ნუ გაუგზავნით მოთხოვნის გარეშე იდეებს ან მასალებს Ancestry-ს ან რომელიმე პირს Ancestry-ში. თუ მათ გაგზავნით, თქვენ გესმით და ეთანხმებით, რომ Ancestry განიხილავს თქვენ მიერ გაგზავნი ამგვარ იდეებსა და მასალებს, როგორც არაკონფიდენციალურს და თავისუფალს და Ancestry-ს ექნება უფლება შეუზღუდავად გამოიყენოს ეს იდეები და მასალები ვალდებულების, ხელშეკრულების გარეშე ან სხვაგვარად, და თქვენთვის ყოველგვარი კომპენსაციის გარეშე.

 

წინამდებარე წესები და პირობები კონსოლიდირებული იყო ცალკეული წინა ვერსიებიდან. სერვისებთან დაკავშირებული მოქმედი წესებისა და პირობების წინა ვერსიების სანახავად დააწკაპუნეთ აქ.