Ancestry-ის წესები და პირობები

ძალაში შესვლის თარიღი: 2022 წლის 15 აგვისტო

 

ცვლილებების შეჯამება

ეს შეჯამება მიზნად ისახავს დაგეხმაროთ უკეთ გაიგოთ Ancestry-ის კონფიდენციალურობის დებულებაში მოცემული უახლესი ცვლილებები და თუ როგორ შეუძლიათ ამ ცვლილებებმა იმოქმედოს თქვენზე. ჩვენ გთავაზობთ, განიხილოთ პირობები მთლიანად, კონფიდენციალურობის დებულებასთან ერთად.

უახლესი ცვლილებები:

  • მე-2 და მე-3 პარაგრაფებში ხდება ფორმულირების დაზუსტება Ancestry-ის კონტენტსა და თქვენს კონტენზე წვდომის და გამოყენებისთვის;
  • მე-10 პარაგრაფში მოცემულია ჩვენი შეთანხმების განახლება საარბიტრაჟო დავების დროს, რომლებიც არ შეიძლება გადაწყდეს არაფორმალურად; და
  • წაკითხვის გაუმჯობესება და პირობების სხვაგვარად გამარტივება

მოგესალმებათ Ancestry®, გენეალოგიური ისტორიის მსოფლიოში უდიდესი ონლაინ რესურსი, სადაც შესაძლებელია ოჯახის გენიალოგიის შექმნა, ახალი წინაპრების პოვნა და ოჯახისთვის აღმოჩენების გაზიარება. ყურადღებით წაიკითხეთ შემდეგი პირობები, რამდენადაც ისინი არეგულირებენ Ancestry-ის და ჩვენი შვილობილი კომპანიების მიერ შემოთავაზებული პროდუქტებისა და სერვისების გამოყენებას. იმისათვის, რომ დაგეხმაროთ წინამდებარე პირობების წაკითხვაში, ჩვენ დავყავით ისინი შემდეგ პარაგრაფებად:

 

1.   შესავალი და სერვისები
2.   Ancestry-ის კონტენტი
3.   თქვენი კონტენტი
4.   განახლებები და გაუქმებები Ancestry-ის სერვისებისთვის
5.   თქვენი ანგარიშის შეწყვეტა ან შეჩერება
6.   არანაირი გარანტია
7.   Ancestry-ის პასუხისმგებლობის შეზღუდვა
8.   თქვენი ანაზღაურება
9.   სხვა კომპანიების მიერ შემოთავაზებული სერვისები
10.   დავების გადაწყვეტა, არბიტრაჟი და უარი კოლექტიურ სარჩელზე
11.   სხვადასხვა

1.  შესავალი და სერვისები:

Ancestry-ის ნებისმიერი ვებგვერდის, სერვისისა და მობილური აპლიკაციის გამოყენებით, რომელიც უკავშირდება ამ პირობებს - Ancestry®, AncestryDNA®, Newspapers.com™, Find a Grave®, Fold3®, Archives® და WeRemember® - ისევე როგორც სხვა დაკავშირებული ბრენდები („სერვისები"), თქვენ ეთანხმებით წინამდებარე წესებსა და პირობებს („პირობები”). მომავალში სერვისებში ჩართული ნებისმიერი ახალი ფუნქცია ასევე დაექვემდებარება წინამდებარე პირობებს.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ეს პირობები შეიცავს დამატებით პოლიტიკას და მითითებებს, მათ შორის საზოგადოების წესებსქუქი-ფაილების პოლიტიკას, საავტორო უფლებების პოლიტიკასგანახლებისა და გაუქმების პირობებს,  ასევე ჩვენს კონფიდენციალურობის დებულებას, რომელიც განმარტავს, თუ როგორ ვაგროვებთ და ვიყენებთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს. ჩვენ გირჩევთ, ყურადღებით წაიკითხოთ ყველა ეს დოკუმენტი, რათა გესმოდეთ თქვენი უფლებები და მოვალეობები სერვისების გამოყენების დროს.

დამატებითი პირობები შეიძლება ამოქმედდეს, როდესაც დარეგისტრირდებით ახალ სერვისზე ან ისარგებლებთ ახალი აქციით ან სპეციალური შეთავაზებით. ამ პირობების გამჟღავნება მოხდება თქვენთან და გახდება ჩვენთან თქვენი ხელშეკრულების შემადგენელი ნაწილი, თუკი ამ სერვისებს, აქციებს და შეთავაზებებს გამოიყენებთ. თუ რაიმე დამატებითი პირობები წინააღმდეგობაში მოდის წინამდებარე პირობებთან, მაშინ აღნიშნულ დამატებით პირობებს ენიჭება უპირატესობა. 

თუ თქვენ გაქვთ რაიმე შეკითხვა წინამდებარე პირობებთან ან ჩვენს სერვისებთან დაკავშირებით, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ.

1.1 მოულოდნელი შედეგები. ჩვენი სერვისებით სარგებლობისას თქვენ შეიძლება აღმოაჩინოთ მოულოდნელი ფაქტები თქვენს ან თქვენი ოჯახის შესახებ საჯარო ჩანაწერებში, Ancestry-ის კონტენტში, დნმ-ის შედეგებში ან სხვა მომხმარებლის კონტენტში. თქვენ აღიარებთ, რომ ასეთმა აღმოჩენებმა შეიძლება ძლიერი ემოციური გავლენა მოახდინოს თქვენზე და სხვებზე, ვისაც ამ აღმოჩენებს გაუზიარებთ. თქვენ ცალსახად ეთანხმებით, რომ იღებთ ყველა რისკს, რომელიც დაკავშირებულია თქვენ მიერ სერვისების გამოყენებასთან და რომ Ancestry არ იქნება პასუხისმგებელი არც ერთი აღმოჩენების სოციალურ, ემოციურ ან იურიდიულ შედეგებზე.

1.2  სერვისების გამოყენების უფლება. ნებისმიერი პირი, ვინც სერვისებს იყენებს, იქნება ეს არარეგისტრირებული სტუმარი, უფასო რეგისტრირებული სტუმარი, ფასიანი აბონენტი თუ დნმ-ის კომპლექტის მყიდველი ან აქტივატორი, არის „მომხმარებელი.” მომხმარებლებს შეიძლება დასჭირდეთ ანგარიშის შექმნა სერვისების გამოსაყენებლად. მომხმარებლებმა რეგისტრაციისას უნდა მიუთითონ ზუსტი, სრული და აქტუალური ინფორმაცია.

სერვისები განკუთვნილია მათთვის, ვინც მიაღწია დამოუკიდებელი თანხმობის მიცემის ასაკს, სადაც ეს მოითხოვება. თუ თქვენ ხართ ასაკით 13 წლიდან სრულწლოვანების ასაკამდე და ამ ასაკში საჭიროა თანხმობა თქვენი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, შეგიძლიათ გამოიყენოთ სერვისები (გარდა ნებისმიერი სერვისისა, რომელიც მოითხოვს დნმ-ის ტესტს) თქვენი მშობლის ან მეურვის ნებართვით. 13 წლამდე ასაკის ბავშვებს არ აქვთ უფლება შექმნან ანგარიშები, თუმცა, მათ უფლება აქვთ გამოიყენონ AncestryClassroom™ თავიანთი სკოლის მეშვეობით და მშობლის ან მეურვის ნებართვით.

1.3. სერვისების გამოყენება. სერვისებზე წვდომის სანაცვლოდ, თქვენ ეთანხმებით, რომ:

  • დაიცავთ  Ancestry-ის საზოგადოების წესებს, ქუქი-ფაილების პოლიტიკას, საავტორო უფლებების პოლიტიკას, განახლების და გაუქმების პირობებს;
  • დაიცავთ ყველა მოქმედ კანონს;
  • იქნებით პასუხისმგებელი სერვისების ყველა გამოყენებასა და აქტივობაზე, რაც დაკავშირებულია თქვენს ანგარიშთან ან თქვენს სისტემაში შესასვლელ ინფორმაციასთან;
  •  დაგვიკავშირდით , თუ ეჭვი გეპარებათ, რომ თქვენი ანგარიში გამოიყენეს თქვენი ნებართვის გარეშე ან ფიქრობთ, რომ თქვენი მომხმარებლის სახელი და პაროლი მოიპარეს;
  • არ გადაყიდოთ სერვისები და არ მიყიდოთ სხვას, არ გაამრავლოთ ან გამოაქვეყნოთ სერვისებზე ნაპოვნი ნებისმიერი კონტენტი ან ინფორმაცია, გარდა იმ შემთხვევებისა, რაც პირდაპირ არის აღწერილი წინამდებარე პირობებში;
  • არ  აუაროთ გვერდი, გამორთოთ ან სხვაგვარად ჩაერიოთ სერვისების უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ ფუნქციებში; და
  • არ  ეცადოთ წვდომას ან შეაგრვოთ მონაცემები დიდი რაოდენობით ან გამოიყენოთ ავტომატური საშუალებები ან ეცადოთ მიიღოთ წვდომა ნებრათვის გარეშე. ეს მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება ამით, ბოტებს, მცოცავებს, ობობებს, მონაცემთა მაინერებს ან სკრაპერებს.

1.4. დამატებითი პირობები, რომლებიც გამოიყენება დნმ-ის სერვისების გამოყენებისთვის. დნმ-ის სერვისების მიზანია მოგაწოდოთ გენეტიკური და გენეალოგიური შედეგები, შესაბამისი ანგარიშები თქვენი საინფორმაციო, რეკრეაციული, საგანმანათლებლო და კვლევითი მიზნებისთვის. როგორც გამოიყენება წინამდებარე პირობებში „დნმ-ის სერვისები” ეხება ჩვენი AncestryDNA-ის ტესტის კომპლექტის გამოყენებას, თქვენი დნმ-ის ნიმუშის დამუშავებას და შენახვას, თქვენი დნმ-ის ნიმუშის გენეტიკურ ტესტირებას და ჩვენს ვებ ან მობილურ აპლიკაციაზე დაფუძნებულ ინსტრუმენტებს, რომლებიც მოგაწვდიან მონაცემებს ეთნიკურობის, სხვა გენეტიკურად დაკავშირებული შედეგების და მასთან დაკავშირებული სერვისების შესახებ.

1.4.1 დნმ-ის სერვისების გამოყენების უფლება. დნმ-ის ტესტის ნაკრების შესაძენად ან გასააქტიურებლად თქვენ უნდა იყოთ მინიმუმ 18 წლის ასაკის. ჩვენი მონაცემთა ბაზის მთლიანობისა, ხარისხის უზრუნველსაყოფად და თქვენი კონფიდენციალობის დასაცავად, თითოეულმა ზრდასრულმა, რომელიც წარადგენს ნერწყვის ნიმუშს დნმ-ის ტესტისთვის, უნდა შექმნას საკუთარი ანგარიში და გაააქტიუროს საკუთარი ტესტი. დნმ-ის ტესტის გამააქტიურებლებმა ასევე აშკარა თანხმობა უნდა მისცენ მგრძნობიარე პერსონალური ინფორმაციის დამუშავებაზე. მშობელმა ან კანონიერმა მეურვემ შეიძლება გაააქტიუროს დნმ-ის ტესტი, მოგვაწოდოს პერსონალური ინფორმაცია და დამუშავების მიზნით გამოგვიგზავნოს საკუთარი არასრულწლოვანი ბავშვის ნერწყვის ნიმუში მათი ანგარიშის გამოყენებით. არასრულწლოვნის შესახებ დნმ-ის ტესტის გააქტიურებით ან ნებისმიერი პერსონალური ინფორმაციის წარდგენით თქვენ აცხადებთ, რომ ხართ არასრულწლოვნის მშობელი ან კანონიერი მეურვე. თქვენ ასევე ეთანხმებით, რომ განიხილეთ დნმ-ის ტესტი არასრულწლოვანთან ერთად და არასრულწლოვანი თანახმაა მისი ნერწყვის შეგროვებასა და დამუშავებაზე.

1.4.2 თქვენ მიერ დნმ-ის სერვისების გამოყენება. 1.3 პარაგრაფში ზემოაღნიშნული მოთხოვნების გარდა, თქვენ ასევე ეთანხმებით, რომ:

  • თქვენ არ მიყიდით სხვას დნმ-ის ტესტის კომპლექტს;
  • თქვენ მიერ მოწოდებული ნერწყვის ნებისმიერი ნიმუში იქნება თქვენი საკუთარი ან იმ ადამიანის ნერწყვი, რომლის მშობელი ან კანონიერი მეურვე ხართ;
  • არ გამოგვიგზავნით ნიმუშს რომელიმე ექსპორტის აკრძალვის ან სხვა კანონის დარღვევის მიუხედავად;
  • ჩვენთვის ნერწყვის ნიმუშის მიწოდებით, თქვენ არ იძენთ უფლებებს ჩვენს ან ჩვენი თანამშრომლების/პარტნიორების მიერ შემუშავებულ რაიმე კვლევაზე ან კომერციულ პროდუქტზე და არ მიიღებთ კომპენსაციას რომელიმე ასეთ კვლევასთან ან პროდუქტის შემუშავებასთან დაკავშირებით; და
  • თქვენ არ გამოიყენებთ დნმ-ის სერვისებიდან მიღებულ ინფორმაციას (მათ შორის, ნებისმიერ ჩამოტვირთულ  დნმ-ის მონაცემებს (განსაზღვრულია კონფიდენციალობის დებულებაში)) სრულად, ნაწილობრივ და/ან სხვა მონაცემთა ბაზასთან კომბინაციაში, ნებისმიერი სამედიცინო, დიაგნოსტიკური ან მამობის დადგენის ტესტირების მიზნებისთვის, ნებისმიერი სასამართლო პროცესის, ან რაიმე დისკრიმინაციული მიზნით ან უკანონო ქმედებისთვის.

1.4.3 Ancestry-ის მიერ დნმ-ის სერვისების მიწოდება. თქვენ ასევე ეთანხმებით, რომ დნმ სერვისების გამოყენების გასაადვილებლად, ჩვენ შეგვიძლია პირდაპირ ან სხვა კომპანიების მეშვეობით, რომლებიც გვეხმარებიან დნმ-ის სერვისების მიწოდებაში:

  • მივაწოდოთ თქვენი ნერწყვის ნიმუში და დნმ სხვა კომპანიებს, რომლებიც გვეხმარებიან სერვისების გაწევაში, როგორიცაა პარტნიორი ლაბორატორიები;
  • მოვახდინოთ თქვენი დნმ-ის ამოღება თქვენი ნერწყვიდან;
  • შეერთებულ შტატებში ჩავატაროთ გენეტიკური ტესტირებები (ან, მომავალში, სხვა ქვეყნებში) მიღებულ დნმ-ზე ტესტირების მეთოდების გამოყენებით, რომლებიც ხელმისაწვდომია ახლა ან შემუშავებულია;
  • შევადაროთ თქვენი დნმ-ის შედეგები Ancestry-ის მონაცემთა ბაზაში არსებულ დნმ-ის სხვა მონაცემებს, რათა მოგაწოდოთ სერვისები, მათ შორის თქვენი დამთხვევა ჩვენს მონაცემთა ბაზაში არსებულ პირებთან, ვისთანაც თქვენ აზიარებთ დნმ-ს (თქვენ აკონტროლებთ, დაინახოთ თუ არა და დაგინახონ თუ არა თქვენმა დნმ-ის დამთხვევებმა);
  • გაგიმჟღავნოთ თქვენ და სხვებს, ვისაც თქვენ უფლებას აძლევთ, ჩატარებული ტესტების შედეგები;
  • შევინახოთ თქვენი დნმ-ის შედეგები;
  • შევინახოთ თქვენი ნერწყვი და ნებისმიერი ამოღებული დნმ შეერთებულ შტატებში ან გავანადგუროთ დარჩენილი ნერწყვი ან დნმ-ის ნიმუში თქვენი ნიმუშის დამუშავების შემდეგ; ჩვენთან გამოგზავნის შემდეგ, თქვენი ნერწყვისა და დნმ-ის ნიმუში ვერ დაგიბრუნდებათ (თუმცა გაითვალისწინეთ, რომ თქვენ შეგიძლიათ მოითხოვოთ თქვენი ნიმუშის განადგურება და ზოგიერთ შემთხვევაში, ჩვენ შეიძლება გავანადგუროთ ბიოლოგიური ნიმუშები ბიობანკის ხარისხის დონის შესანარჩუნებლად);
  • მივცეთ საშუალება ჩვენს ზოგიერთ ლაბორატორიულ პარტნიორს გამოიყენონ გააქტიურებული ან ინაქტივირებული ნერწყვის ნიმუშების ნაწილი დნმ-ის სერვისების მიწოდებისას გამოყენებული ინსტრუმენტების, აღჭურვილობის ან ლაბორატორიული მეთოდების დასაკალიბრებლად ან დასადასტურებლად; და
  • გამოვიყენეთ თქვენი გენეტიკური ინფორმაცია და სხვა პერსონალური ინფორმაცია როგორც აღწერილია წინამდებარე წესებსა და პირობებში და კონფიდენციალობის დებულებაში.

1.4.4 თქვენი DNA მონაცემების ჩამოთვირთვა. ჩვენ ვიცავთ თქვენს ინფორმაციას, როგორც ეს აღწერილია ჩვენს კონფიდენციალობის დებულებაში. თუ აირჩევთ თქვენი დნმ-ის მონაცემების ასლის ჩამოტვირთვას, ეს ასლი არ იქნება დაცული ჩვენი უსაფრთხოების ზომებით და თქვენ ხართ პასუხისმგებელი მხოლოდ ამ გადმოწერილი მონაცემების შენახვაზე, უსაფრთხოდ ყოფნასა და დაცვაზე. Ancestry არ იღებს პასუხისმგებლობას, თუ თქვენ აირჩევთ თქვენი გადმოწერილი დნმ-ის მონაცემების სხვებთან გაზიარებას ან გადაცემას, როგორც განზრახ, ასევე უნებლიედ. თქვენი დნმ-ის მონაცემები განკუთვნილია მხოლოდ თქვენი პირადი გამოყენებისთვის.

1.4.5 შენიშვნა მომხმარებლებისთვის, რომლებსაც ჩაუტარდათ ძვლის ტვინის ან ღეროვანი უჯრედების გადანერგვა. თუ ჩატარებული გაქვთ ძვლის ტვინის ან ღეროვანი უჯრედების გადანერგვა, თქვენ AncestryDNA-ის ტესტმა შეიძლება გიჩვენოთ მოულოდნელი შედეგები, რადგან თქვენი ნერწყვი შეიძლება შეიცავდეს როგორც თქვენი დნმ-ის, ისევე თქვენი დონორის დნმ-ის შემცველ უჯრედებს. ტესტირებისთვის დნმ-ის ამოღება ხდება უჯრედებიდან და დნმ-ის წყაროების კომბინაციამ შეიძლება გამოიწვიოს ტესტის წარუმატებლობა ან ტესტი, რომლის შედეგები დაფუძნებულია თქვენი დონორის დნმ-ზე. ამიტომ, ჩვენ გირჩევთ, რომ მათ, ვისაც ჩაუტარდა ძვლის ტვინის ან ღეროვანი უჯრედების გადანერგვა, არ ჩაიტარონ AncestryDNA ტესტი. თუ თქვენ უკვე ჩაიტარეთ ტესტი, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ დამატებითი დახმარებისთვის.

2. Ancestry-ის კონტენტი

სერვისები შეიცავენ ფოტოებს, ვიდეოებს, დოკუმენტებს, ჩანაწერებს, კონტენტის ინდექსებს და სხვა შინაარსს, რომელიც მოწოდებულია თქვენთვის Ancestry-ის მიერ („Ancestry-ის კონტენტი.”), რომელიც შეიძლება განსხვავდებოდეს თქვენი გამოწერის მიხედვით. WebSearch-ის ჩანაწერების გარდა, რომლებიც რეგულირდება იმ მესამე მხარის პირობებით, რომლებზეც განთავსებულია ჩანაწერები, Ancestry-ის მთელი კონტენტი შეიძლება გამოყენებულ იქნეს მხოლოდ წინამდებარე პირობების შესაბამისად, Ancestry-ის კონტენტის ჩათვლით, რომელიც ასევე შეიძლება იყოს საჯარო დომენი („საჯარო დომენის კონტენტი”).

2.1 ინტელექტუალური საკუთრების უფლებები Ancestry-ის კონტენტზე. სერვისების ყველა ელემენტი, რომელიც ჩვენი ან ჩვენი ხელმძღვანელობით არის შექმნილი, ან სადაც საავტორო უფლებები მინიჭებული ან ლიცენზირებულია ჩვენზე, ექვემდებარება საავტორო უფლებების დაცვის კანონმდებლობას მსოფლიოს კონკრეტული ქვეყნების და საერთაშორისო კონვენციების საფუძველზე. ჩვენი საავტორო უფლებების პოლიტიკის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის დააწკაპუნეთ აქ. სერვისები ასევე მოიცავს სასაქონლო ნიშანს, რომელიც ჩვენს საკუთრებაშია და დაცულია ქვეყნისა და რეგიონის სპეციფიკური სასაქონლო ნიშნის კანონებითა და ხელშეკრულებებით. ჩვენი სასაქონლო ნიშნების ყველა გამოყენება და მისგან მიღებული ნებისმიერი სიკეთე მიმართული იქნება ჩვენს სასარგებლოდ. ჩვენს სერვისებთან დაკავშირებული სერვისები და პროდუქტები დაცულია აშშ-ში და მსოფლიოს სხვა ქვეყნებში რეგისტრირებული პატენტებით. Ancestry-ის პატენტების შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის დააწკაპუნეთ აქ. ჩვენ და ჩვენი ლიცენზიანტები ვიტოვებთ საკუთრების და ყველა უფლებას სერვისების და მათი შემადგენელი ნაწილების გამოყენებასთან მიმართებაში.

2.2 Ancestry-ის კონტენტის გამოყენება.

Ancestry-ის კონტენტზე წვდომის დროს თქვენ ეთანხმებით:

  •  გამოიყენოთ Ancestry-ის სერვისების კონტენტი მხოლოდ პირადი მიზნით ან თქვენი გენიალოგიის ისტორიის კვლევისთვის;
  •  ჩამოტვირთოთ Ancestry-ის კონტენტი მხოლოდ თქვენი გენიალოგიის ისტორიის კვლევასთან დაკავშირებით ან სადაც ცალსახად ნებადართულია Ancestry-ის მიერ;
  • არ  წაშალოთ საავტორო უფლებების ან სხვა საკუთრების შესახებ აღნიშვნები Ancestry-ის კონტენტზე;
  • არ გამოიყენოთ Ancestry კონტენტის მნიშვნელოვანი ნაწილი სერვისების გარეთ, ან თქვენს გამოწერასთან შეუსაბამო ფორმით; და
  •  დაგვიკავშირდეთ ჩვენი წერილობითი ნებართვის  მისაღებად, თუ გსურთ გამოიყენოთ იმაზე მეტი, ვიდრე ცალკეული ფოტოების და დოკუმენტების მცირე ნაწილია, რომლებიც წარმოადგენენ საჯარო დომენის კონტენტს

3. თქვენი კონტენტი

ზოგიერთმა სერვისმა შეიძლება მოგცეთ კონტენტის დამატების შესაძლებლობა, მათ შორისაა და არა მხოლოდ, გენიალოგიური ხეები, ფოტოები, აუდიო/ვიდეო ჩანაწერები, ისტორიები, ჩანაწერების ანოტაციები, კომენტარები, შეტყობინებები და Ancestry-სთვის მოწოდებული გამოხმაურებები სერვისების შესახებ („თქვენი კონტენტი“). თქვენი კონტენტი, რომელიც შეიცავს პერსონალურ ინფორმაციას გადამუშავდება მოქმედი კონფიდენციალურობის დებულების შესაბამისად.

3.1 თქვენ აკონტროლებთ თქვენს კონტენტს. Ancestry არ ითხოვს საკუთრების უფლებას თქვენს კონტენტზე, არ აკონტროლებს თქვენს არჩევანს სერვისებში კონტენტის გაზიარების დროს, და არ გზღუდავთ გააზიაროთ თქვენი კონტენტი Ancestry-ის სერვისების გარეთ. თქვენ შეგიძლიათ წაშალოთ თქვენი კონტენტი ან სერვისებში მოცემული ინსტრუქციების დაცვით ან თქვენი ანგარიშის პარამეტრებში შესვლით და თქვენი ანგარიშის წაშლით. თუმცა, თუ თქვენ გაგზავნით გამოხმაურებას, ჩაწერთ ანოტაციებს ან შეთავაზებებს Ancestry-ის ან ჩვენი სერვისების შესახებ, თქვენ ეთანხმებით, რომ ის ჩაითვალოს არაკონფიდენციალურ და საკუთრებაში არ არსებულად და ჩვენ შეგვეძლება გამოვიყენოთ თქვენი გამოხმაურება, ჩაწერილი ანოტაციები ან წინადადებები ნებისმიერი მიზნით, ყოველგვარი ვალდებულების ან თქვენთვის კომპენსაციის გადახდის გარეშე.

3.2 თქვენი კონტენტის გამოყენება. თქვენი კონტენტის გაგზავნით თქვენ ანიჭებთ Ancestry-ს არაექსკლუზიურ, ქველიცენზირებად, მსოფლიო მასშტაბით, ჰონორარის გარეშე ლიცენზიას თქვენი კონტენტის განთავსების, შენახვის, ინდექსირების, კოპირების, გამოქვეყნების, გავრცელების, წვდომის უზრუნველყოფის, წარმოებული სამუშაოების შესაქმნელად და სხვაგვარად გამოყენებისთვის თქვენი კონფიდენციალურობისა და გაზიარების პარამეტრების შესაბამისად სერვისების უზრუნველსაყოფად, პოპულარიზაციის ან გაუმჯობესებისთვის. თქვენ შეგიძლიათ შეწყვიტოთ Ancestry-ის ლიცენზია თქვენი კონტენტის წაშლით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც თქვენ გაუზიარეთ თქვენი კონტენტი სხვებს და მათ გამოიყენეს თქვენი კონტენტი. თქვენ ასევე ეთანხმებით, რომ Ancestry ფლობს ნებისმიერ ინდექსს, რომელიც მოიცავს თქვენს კონტენტს და შეუძლია მისი გამოყენება თქვენი კონტენტის წაშლის შემდეგ.

3.3 თქვენს კონტენტზე თქვენი პასუხისმგებლობა. თქვენ ხართ პასუხისმგებელი თქვენი კონტენტის შექმნის, ატვირთვის, გამოქვეყნების ან გაზიარების გადაწყვეტილებაზე. თქვენს კონტენტის შეთავაზებით ან მასზე წვდომით თქვენ ეთანხმებით, რომ:

  • თქვენ გაქვთ ყველა საჭირო კანონიერი უფლება, რომ ატვირთოთ, გამოაქვეყნოთ ან გააზიაროთ თქვენი კონტენტი;
  • თქვენი კონტენტი არ მოიცავს ცოცხალ ადამიანს მისი თანხმობის გარეშე. ცოცხალი არასრულწლოვნების შემთხვევაში, თქვენ უნდა მიიღოთ თანხმობა მათი მშობლის ან მეურვისგან;
  • ნებისმიერი თქვენი კონტენტი უნდა შეესაბამებოდეს საზოგადოებრივ წესებს;
  • თუ თქვენს კონტენტს საჯაროდ აზიარებთ, სხვა მომხმარებლებს ექნებათ თქვენს კონტენტზე წვდომა და მისი გამოყენების შესაძლებლობა, როგორც სერვისების ნაწილი ან მასთან ერთად. ჩვენ არ მოგვეთხოვება თქვენი რომელიმე კონტენტის წაშლა მისი საჯაროდ გაზიარების შემდეგ.
  • თქვენ გამოიყენებთ სხვა მომხმარებლების კონტენტს მხოლოდ Ancestry-ის სერვისების ფარგლებში და წინამდებარე პირობების და სხვა პოლიტიკის შესაბამისად, რომელიც გამოყენებულია როგორც საცნობარო მასალა; 
  • Ancestry იტოვებს უფლებას გააკონტროლოს თქვენი კონტენტი წინამდებარე პირობების, მათ შორის საზოგადოებრივი წესების დარღვევის თავიდან ასაცილებლად და ამოიღოს ან გამორთოს წვდომა თქვენს კონტენტზე ჩვენი ცალმხრივი გადაწყვეტილებით; და
  • სერიოზული ან განმეორებითი დარღვევების ან სამართალდარღვევების შემთხვევაში, მოხდება პასუხისმგებელი მომხმარებლის ანგარიშის შეჩერება Ancestry-ის ცალმხრივი გადაწყვეტილებით.

3.4  ამ პირობების დარღვევის შესახებ შეტყობინება. ჩვენ პატივს ვცემთ სხვათა ინტელექტუალური საკუთრების უფლებებს. თუ ფიქრობთ, რომ რომელიმე კონტენტი არღვევს საზოგადოებრივ წესებს, არღვევს თქვენს უფლებებს, შეიცავს უკანონო მასალას ან არღვევს ამ პირობებს, დაგვიკავშირდით. საავტორო უფლებების დარღვევასთან დაკავშირებული საჩივრებისთვის ან საავტორო უფლებების დარღვევის შესახებ შეტყობინებისა და წაშლის მოთხოვნის გასაგზავნად, მათ შორის აშშ-ს ციფრული ათასწლეულის საავტორო უფლებების შესახებ კანონის შესაბამისად, დააწკაპუნეთ აქ.

4. განახლებები და გაუქმებები Ancestry-ის სერვისებისთვის

თქვენ მიერ რომელიმე სერვისის შესყიდვა(ები) და გამოწერა(ები) ექვემდებარება განახლებისა და გაუქმების პირობებს.

5. თქვენი ანგარიშის შეწყვეტა ან შეჩერება

ჩვენ ვიტოვებთ უფლებას შევზღუდოთ, შევწყვიტოთ ან შევაჩეროთ თქვენი წვდომა სერვისებზე, თუ თქვენ არღვევთ ან არათანმიმდევრულად მოქმედებთ წინამდებარე პირობებთან მიმართებაში, მათ შორის საზოგადოებრივ წესებთან მიმართებაში. ასეთ შემთხვევაში თქვენ არ გექნებათ გამოწერისთვის ან დნმ-ის ტესტის კრებულის შესყიდვისთვის გადახდილი თანხის დაბრუნების უფლება.

6. არანაირი გარანტია

გარდა იმ შემთხვევებისა, რაც ცალსახად არის მითითებული წინამდებარე პირობებში, ჩვენ გაწვდით სერვისებს და Ancestry-ის კონტენტს „როგორც არის” საფუძველზე. კანონით დაშვებულ მაქსიმალურ ფარგლებში, ჩვენ უარს ვამბობთ ყველა გამოხატულ ან ნაგულისხმევ გარანტიაზე, მათ შორის, უფლებათა დაურღვევლობის, საბაზრო გამოსადეგობის კონკრეტული მიზნისთვის გამოსადეგობის ნაგულისხმევი გარანტიები. ჩვენ არ ვიძლევით რაიმე დაპირებას (ა) Ancestry-ის კონტენტის შესახებ, (ბ) თქვენ მიერ მოწოდებული კონტენტის შესახებ, (გ) სერვისების სპეციფიკური ფუნქციონირების შესახებ, (დ) Ancestry-ის კონტენტის ან სერვისების ხარისხის, სიზუსტის, სანდოობის ან ხელმისაწვდომობის შესახებ, ან (ე) რომ სერვისები თავისუფალი იქნება ვირუსებისგან ან სხვა დამაზიანებელი კომპონენტებისგან.

ჩვენ მუდმივად ვცვლით და ვაუმჯობესებთ ჩვენს სერვისებს. როგორც ასეთი, Ancestry-მ შეიძლება დაამატოს ან წაშალოს სერვისებიდან ფუნქციები ან მახასიათებლები, ან შეიძლება საერთოდ შეაჩეროს ან გააჩეროს სერვისი.

7. Ancestry-ის პასუხისმგებლობის შეზღუდვა

სერვისების გამოყენებით, თქვენ ეთანხმებით, რომ Ancestry-ის პასუხისმგებლობა შემოიფარგლება კანონით დაშვებული მასშტაბით. ჩვენ არ ვიქნებით პასუხისმგებლები რაიმე უნებლიე ზიანზე, რაიმე ფაქტობრივ, შემთხვევით ან გამომდინარე ზიანზე, ან რაიმე სახის დანაკარგზე ან მოთხოვნაზე. თუ თქვენ ცხოვრობთ იურისდიქციაში, რომელიც არ გვაძლევს საშუალებას ძლიერად შევზღუდოთ ჩვენი პასუხისმგებლობა, შეიძლება ზოგიერთი შეზღუდვა არ გავრცელდეს თქვენზე.

თუ თქვენ უკმაყოფილო ხართ სერვისების რომელიმე ნაწილით ან წინამდებარე პირობების რომელიმე დებულებით, თქვენ ცალმხრივად შეგიძლიათ შეწყვიტოთ სერვისების გამოყენება და თუ თქვენ იყენებთ ჩვენს რომელიმე გამოსაწერ სერვისს, გააუქმეთ თქვენი გამოწერა, როგორც ეს აღწერილია აქ. ჩვენი სრული პასუხისმგებლობა სერვისებთან ან წინამდებარე პირობებთან დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხზე შემოიფარგლება იმ მთლიანი თანხით, რომელიც თქვენ გადაგვიხადეთ იმ 12-თვიანი პერიოდის განმავლობაში, რომელიც წინ უძღვოდა იმ მოვლენას, რამაც გამოიწვია პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება. პასუხისმგებლობის ეს შეზღუდვა სრულად ვრცელდება ნიუ-ჯერსის რეზიდენტებზე.

8. თქვენი ანაზღაურება

თქვენ ეთანხმებით, რომ აუნაზღაურებთ და დაიცავთ Ancestry-ის, მის შვილობილ და სუბსიდიურ კომპანიებს, მათ შესაბამის ოფიცრებს, დირექტორებს, თანამშრომლებს, აგენტებს, მემკვიდრეებს და დანიშნულ პირებს („Ancestry-ის მხარეები”) უვნებლად ნებისმიერი პრეტენზიისგან, ზიანისგან ან სხვა ხარჯებისგან (ადვოკატის საფასურის ჩათვლით), რაც გამოწვეულია თქვენ მიერ სერვისების გამოყენებით და (ა) თქვენ მიერ წინამდებარე პირობების ან სხვა დოკუმენტების დარღვევით, რომლებიც წარმოადგენენ დოკუმენტის განუყოფელ ნაწილს; (ბ) თქვენ მიერ სხვა პირის უფლებების დარღვევით; ან (გ) ნებისმიერი პრეტენზიით, რაც დაკავშირებულია თქვენს კონტენტთან, მათ შორის მოთხოვნასთან, რომ თქვენმა კონტენტმა ზიანი მიაყენა სხვა პირს. ეს ანაზღაურების ვალდებულება გაგრძელდება მას შემდეგ, რაც შეწყვეტთ სერვისების გამოყენებას. გარდა ამისა, თქვენ ათავისუფლებთ Ancestry-ის მხარეებს ყველა პრეტენზიისგან, მოთხოვნისაგან, მოქმედებისგან ან სარჩელისაგან, რაც უკავშირდება თქვენ  კონტენტს, მათ შორის ნებისმიერ პასუხისმგებლობას, რომელიც დაკავშირებულია თქვენი კონტენტის გამოყენებასთან ან გამოუყენებლობასთან, ცილისწამების, კონფიდენციალობის ხელყოფასთან, საჯაროობის უფლებასთან, ემოციურ სტრესთან ან ეკონომიკურ ზარალთან.

9. სხვა კომპანიების მიერ შემოთავაზებული სერვისები

ჩვენი სერვისები შეიძლება შეიცავდეს ბმულებს ვებსაიტებზე, რომლებსაც მესამე მხარეებს ეკუთვნის, მაგრამ აღნიშნული არ გულისხმობს ჩვენი მხრიდან რაიმე სახის სპონსორობას, მოწონებას, დამტკიცებას ან პასუხისმგებლობას. Ancestry არ იღებს რაიმე სახის პასუხისმგებლობას და არ იძლევა გარანტიას მესამე მხარის საიტებთან, მათ კონტენტთან, პროდუქტებსა თუ სერვისებთან მიმართებაში. გთხოვთ, ყურადღებით წაიკითხოთ მესამე მხარის ყველა ვებგვერდის წესები და პირობები და კონფიდენციალობის დოკუმენტაცია, რადგან ისინი შეიძლება Ancestry-ისგან არსებითად განსხვავდებოდეს.

10. დავების გადაწყვეტა, არბიტრაჟი და უარი კოლექტიურ სარჩელზე

ყურადღებით წაიკითხეთ წინამდებარე პარაგრაფი. ეს გავლენას ახდენს თქვენს იურიდიულ უფლებებზე, მათ შორის სასამართლოში სარჩელის შეტანის უფლებაზე.

ჩვენ დაუღალავად ვმუშაობთ იმისთვის, რომ ჩვენი მომხმარებელი კმაყოფილი დარჩეს. თუ თქვენ და Ancestry-ის შორის წარმოიქმნება დავა, ჩვენი მიზანია შემოგთავაზოთ დავის სწრაფად გადაჭრისთვის საჭირო რენტაბელური გზები. თუ გაქვთ რაიმე ეჭვი ან დავა სერვისებთან დაკავშირებით, თქვენ ეთანხმებით, რომ ჯერ სცადოთ დავის გადაჭრა არაოფიციალურად ჩვენთან დაკავშირებისგზით.

10.1 მომხმარებლებისთვის შეერთებული შტატებში. თქვენ და Ancestry ეთანხმებით, რომ წინამდებარე პირობები გავლენას ახდენენ სახელმწიფოთაშორის ვაჭრობაზე და რომ ფედერალური საარბიტრაჟო აქტი არეგულირებს წინამდებარე საარბიტრაჟო დებულებების ინტერპრეტაციას და აღსრულებას.

როგორც ამ შეთანხმებაშია გამოყენებული, ტერმინი „დავა“ იმდენად ფართო მნიშნველობით გამოიყენება, რამდენადაც ეს სამართლებრივად დასაშვებია და მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება ამით, ყველა ტიპის დავას თქვენსა და ნებისმიერ სხვა პირს შორის, რომლის სახელითაც თქვენ Ancestry-თან ურთიერთობდით, ერთი მხრივ და Ancestry-ს, მათ შორის მისი რომელიმე მშობელი, შვილობილი კომპანია, წინამორბედი, მემკვიდრე ან შვილობილი კომპანია, მეორეს მხრივ, რომლებიც წარმოიქმნება ან დაკავშირებულია რაიმე ფორმით ამ პირობებთან, ამ საარბიტრაჟო შეთანხმებასთან ან Ancestry-სა და თქვენს ურთიერთქმედებებთან ან ურთიერთობასთან. გარდა ამისა, თუ თქვენ იყენებთ ან გამოიყენებთ Ancestry-ის სერვისებს ან სხვაგვარად ურთიერთობთ Ancestry-თან არასრულწლოვნის ან სხვა პირის სახელით, რომლის მშობელი ან კანონიერი მეურვე ხართ, თქვენ ეთანხმებით, რომ არასრულწლოვნის ან სხვა პირის სახელით ნებისმიერი დავა, რომელიც წარმოიქმნება ან დაკავშირებულია Ancestry-ის სერვისების ამგვარ გამოყენებასთან ან Ancestry-სთან სხვა სახის ურთიერთქმედებასთან, ექვემდებარება საარბიტრაჟო განხილვას, როგორც ეს მითითებულია აქ, და ექვემდებარება სხვა შეთანხმებებს, რომლებიც მოცემულია აქ (მათ შორის, მაგრამ არ მხოლოდ, უარი კოლექტიურ სარჩელზე); თქვენ ასევე აცხადებთ, რომ თქვენ გაქვთ უფლებამოსილება დადოთ ასეთი შეთანხმება არასრულწლოვნის ან სხვა პირის სახელით. ჩვენს შორის ნებისმიერი დავა გადაწყდება საბოლოო და სავალდებულო არბიტრაჟის გზით ამ შეთანხმების პირობების შესაბამისად, შემდეგი სამი გამონაკლისის გარდა:

  • ამ შეთანხმების თითოეულ მხარეს ექნება შესაძლებლობა გადაწყვიტოს ნებისმიერი დავა, თუ ის შესაბამისად კვალიფიცირდება, მცირე საჩივრების განხილვის სასამართლოში თქვენი საცხოვრებელი ადგილის იურისდიქციის მიხედვით. თუ რაიმე დავა მოიცავს საჩივარს, როგორიც არის (1) ფულადი ზარალის ან ზიანის ანაზღაურება და (2) სამართლიანობის აღდგენა ან სასამართლო აკრძალვა, იმდენად, რამდენადაც მცირე საჩივრების იურისდიქციის მქონე სასამართლო არ განიხილავს სამართლიანობის აღდგენის ან სასამართლო აკრძალვის მოთხოვნებს, თითოეულ მხარეს აქვს შესაძლებლობა, ფულადი კომპენსაციის ან ზიანის ანაზღაურების შესახებ საჩივრები გადაწყვიტოს მცირე საჩივრების განხილვის სასამართლოში, ხოლო ნებისმიერი სარჩელი სამართლიანობის აღდგენის ან სასამართლო აკრძალვის შესახებ გადაწყვიტოს არბიტრაჟის მიერ ამ შეთანხმების შესაბამისად. თუ რაიმე მოთხოვნა ან საარბიტრაჟო განხილვის მოთხოვნა შეიძლება წარედგინოს მცირე საჩივრების განხილვის სასამართლოს, მაშინ ნებისმიერ მხარეს შეუძლია აირჩიოს მოთხოვნების განხილვა მცირე საჩივრების განხილვის სასამართლოში და არა არბიტრაჟში, ნებისმიერ დროს არბიტრის დანიშვნამდე, ამ არჩევანის შესახებ მეორე მხარის (ან მხარეებისთვის) წერილობითი შეტყობინების შემდეგ. თუ ეს დებულება ან მცირე საჩივრების განხილვის სასამართლოში საჩივრის შეტანის შეზღუდვა ძალადაკარგულად იქნება გამოცხადებული, მაშინ ეს პუნქტი შეიძლება განცალკევდეს მთლიანი დებულების გაუქმების გარეშე და საქმე განიხილება არბიტრაჟში; ეს დებულება არავითარ შემთხვევაში არ გულისხმობს სარჩელის აღძვრას ჯგუფურ, წარმომადგენლობით ან კონსოლიდირებულ საფუძველზე.
  • თითოეულ მხარეს შეუძლია სარჩელი შეიტანოს იუტას შტატის სასამართლოში მხოლოდ პატენტის ან საავტორო უფლებების დარღვევის შესახებ. ამ შემთხვევაში, ორივე მხარე უარს ამბობს ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს მოთხოვნის ნებისმიერ უფლებაზე.
  • თუ ის დააკმაყოფილებს მოთხოვნებს, შეგიძლიათ საჩივარი შეიტანოთ შესაბამის ფედერალურ, შტატის ან ადგილობრივ სააგენტოში, რომელმაც ჩვენგან შეიძლება მოითხოვოს სამართლებლივი დაცვა თქვენი სახელით.

თუ თქვენ ხართ გამომწერი და წყვეტთ მის მოქმედებას ჩვენი მხრიდან არსებული დარღვევის გამო, 30-დღიანი გამოსწორების პერიოდის შემდეგ, რომლის დროსაც ჩვენ ვერ შევძელით გამოსწორება, ჩვენ დაგიბრუნებთ წინასწარ გადახდილ საფასურს პროპორციულ საფუძველზე.

10.1.1 საარბიტრაჟო წესები. ეს საარბიტრაჟო შეთანხმება რეგულირდება ფედერალური საარბიტრაჟო კანონით (9 U.S.C. § 1 et seq.). არბიტრაჟი ჩატარდება JAMS-ის მიერ JAMS-ის მოდერნიზებული საარბიტრაჟო პროცედურების წესების შესაბამისად იმ მოთხოვნებისთვის, რომლებიც არ აღემატება 250 000 აშშ დოლარს და JAMS-ის ყოვლისმომცველი საარბიტრაჟო წესების და პროცედურების შესაბამისად იმ მოთხოვნებისთვის, რომლებიც არ აჭარბებენ 250 000 აშშ დოლარს, რომლებიც მოქმედია არბიტრაჟის დაწყების მომენტში, რაიმე წესის ან პროცედურის გამორიცხვით, რომელიც არეგულირებს ან უშვებს კოლექტიურ საჩივრებს. თუ არცერთი წარდგენილი მოთხოვნა ან შესაგებელი არ აღემატება 25 000 აშშ დოლარს (ადვოკატთა საფასურის გამოკლებით), დავა გადაწყდება მხოლოდ დოკუმენტების წარდგენით/კაბინეტური არბიტრაჟით, თუ არბიტრი არ იპოვის სხვა საფუძველს პირდაპირი მოსმენისთვის. ნებისმიერ მხარეს შეუძლია არბიტრაჟში შეიტანოს დისპოზიციური შუამდგომლობები, მათ შორის შეუზღუდავად აცილების შუამდგომლობა და/ან შუამდგომლობა შემაჯამებელი გადაწყვეტილების შესახებ, და არბიტრი გამოიყენებს სტანდარტებს, რომლებიც არეგულირებს ასეთ შუამდგომლობებს სამოქალაქო საპროცესო ფედერალური წესების მიხედვით. არბიტრს და არა რომელიმე ფედერალურ, შტატის ან ადგილობრივ სასამართლოს ან სააგენტოს, აქვს ექსკლუზიური უფლებამოსილება გადაჭრას ყველა დავა, რომელიც წარმოიქმნება ან დაკავშირებულია წინამდებარე პირობების ან კონფიდენციალობის შესახებ არსებული განცხადების ინტერპრეტაციასთან, გამოყენებადობასთან, აღსრულებასთან ან ფორმირებასთან, მათ შორის, მაგრამ არა მხოლოდ, ნებისმიერი სარჩელი, რომ წინამდებარე პირობების ან კონფიდენციალობის დებულების მთელი ან რომელიმე ნაწილი ბათილია ან ბათილი შეიძლება გახდეს, მიუხედავად იმისა, სარჩელი ექვემდებარება თუ არა არბიტრაჟს, ან შეკითხვა უფლებებზე უარის თქმაზე სასამართლო პროცესის საფუძველზე. არბიტრს აქვს უფლებამოსილება გამოსცეს ნებისმიერი დოკუმენტი, რომელიც დასაშვები იქნება სასამართლოში კანონის ან სამართლიანობის შესაბამისად. არბიტრის გადაწყვეტილება უნდა იყოს წერილობითი და სავალდებულოა მხარეებისთვის და შეიძლება შეტანილ იქნეს როგორც გადაწყვეტილება კომპეტენტური იურისდიქციის ნებისმიერ სასამართლოში.

თუ რომელიმე მხარე ამ შეთანხმების მიხედვით აპირებს არბიტრაჟს მიმართოს, არბიტრაჟის მსურველმა მხარემ ჯერ უნდა აცნობოს მეორე მხარეს დავის შესახებ წერილობით არბიტრაჟის დაწყებამდე სულ მცირე 60 დღით ადრე.  Ancestry-ისთვის შეტყობინება უნდა გაიგზავნოს Ancestry-ში, Ancestry-ის იურიდიულ დეპარტემენტში მისამართზე: 1300 W. Traverse Parkway, Lehi, UT 84043.  შეტყობინება გამოგეგზავნებათ საკონტაქტო ინფორმაციის გამოყენებით, რომელიც თქვენ მითითებული გაქვთ Ancestry-ში ან, თუ ასეთი ინფორმაცია არ არის ხელმისაწვდომი ან მოძველებულია, პირადი სერვისის საშუალებით. ნებისმიერი მხარის მიერ მოწოდებული შეტყობინება უნდა შეიცავდეს საკმარის ინფორმაციას, რათა მიმღებ მხარეს შეეძლოს თქვენი ანგარიშის იდენტიფიცირება (მათ შორის, ანგარიშისთვის გამოყენებული სახელი და ელფოსტის მისამართი), ასევე შეაფასოს და ქონდეს მოთხოვნის გადაწყვეტის მცდელობა, მათ შორის მოთხოვნის აღწერა, მოთხოვნის დამადასტურებელი კონკრეტული ფაქტები, მოთხოვნილი ზიანი და მოთხოვნილი კომპენსაცია.  შეტყობინების ეს მოთხოვნა მიზნად ისახავს ნებისმიერ მხარეს მისცეს მორიგების სამართლიანი, ფაქტებზე დაფუძნებული შეთავაზების შესაძლებლობა, თუ მხარე ამის გაკეთებას აირჩევს.  არცერთ მხარეს არ შეუძლია წამოიწყოს არბიტრაჟი, თუ თავდაპირველად მხარე არ მიაწვდის ამ ინფორმაციას.  ამ შეტყობინების საკმარისობასთან დაკავშირებული დავის შემთხვევაში, საკითხი გადაწყდება შესაბამისი იურისდიქციის სასამართლოს მიერ საარბიტრაჟო სარჩელის წარდგენამდე.  თუ მხარე უზრუნველყოფს ამ ინფორმაციას და დავა არ მოგვარდება 60 დღის განმავლობაში, ნებისმიერ მხარეს შეუძლია განაგრძოს საარბიტრაჟო მოთხოვნის წარდგენა.

არბიტრაჟის დასაწყებად, თქვენ უნდა გააკეთოთ შემდეგი: (ა) დაწეროთ მოთხოვნა არბიტრაჟის შესახებ, რომელიც მოიცავს სარჩელის აღწერას და ზიანის ოდენობას, რომლის ანაზღაურებას ცდილობთ (შეგიძლიათ იპოვოთ საარბიტრაჟო მოთხოვნის ასლი www.jamsadr.com-ზე); (ბ) გაგზავნოთ საარბიტრაჟო მოთხოვნის სამი ასლი, პლუს განაცხადის შეტანის შესაბამისი საფასური JAMS-ში, Two Embarcadero Center, Suite 1500, San Francisco, California 94111; და (გ) გაგზავნოთ საარბიტრაჟო მოთხოვნის ერთი ასლი Ancestry-ში, Ancestry-ის იურიდიულ დეპარტამენტში, 1300 W Traverse Parkway, Lehi, UT 84043. არბიტრაჟი შეიძლება ჩატარდეს იმ ქვეყანაში, სადაც თქვენ ცხოვრობთ განაცხადის შეტანის დროს. თქვენ და Ancestry დამატებით ეთანხმებით, რომ დაემორჩილოთ ნებისმიერი ფედერალური ან შტატის სასამართლოს პერსონალურ იურისდიქციას სან-ფრანცისკოს ოლქში, კალიფორნია, რათა აიძულოთ არბიტრაჟი, შეაჩეროს საარბიტრაჟო პროცესი, ან დაადასტუროთ, შეცვალოთ, გაათავისუფლოთ ან გამოიტანოთ გადაწყვეტილება არბიტრის მიერ გამოტანილ განაჩენზე.

მხარეები არბიტრს ირჩევენ ურთიერთშეთანხმებით. თუ მხარეები ვერ ახერხებენ არბიტრის არჩევას ორმხრივი თანხამობით, არბიტრი შეირჩევა შემდეგნაირად: JAMS თითოეულ მხარეს გადასცემს ცხრა (9) არბიტრის სიას, რომლებიც შედგენილია მისი არბიტრების დაფიდან. თითოეულ მხარეს ექნება ათი (10) კალენდარული დღე იმისათვის, რომ მონიშნოს ყველა იმ სიაში, ვისაც ის მიუღებლად მიიჩნევს. თუ მხოლოდ ერთი საერთო სახელი დარჩება ორივე მხარის სიაში, ეს პირი დაინიშნება არბიტრად. თუ ერთზე მეტი საერთო სახელი დარჩება ორივე მხარის სიაში, მხარეები მონაცვლეობით გადაშლიან სახელებს საერთო სახელების სიიდან სატელეფონო კონფერენციის დროს, რომელსაც JAMS გაუკეთებს ადმინისტრირებას, ვიდრე მხოლოდ ერთი არ დარჩება. მომჩივანი შლის პირველი. თუ საერთო სახელი არ დარჩება ორივე მხარის სიაში, JAMS წარუდგენს დამატებით ცხრა (9) არბიტრის სიას, საიდანაც მხარეები მონაცვლეობით გადაშლიან სახელებს საერთო სახელების სიიდან სატელეფონო კონფერენციის დროს, რომელსაც JAMS გაუკეთებს ადმინისტრირებას, სანამ მხოლოდ ერთი სახელი დარჩება. მომჩივანი შლის პირველი. ეს პირი დაინიშნება არბიტრად. თუ არჩეული პიროვნება ვერ გაწევს სამსახურს, JAMS გადასცემს სხვა ცხრა (9) არბიტრის სიას და გაიმეორებს შერჩევის პროცესს.

10.1.2 მოსაკრებლები. თქვენ მოგეთხოვებათ გადაიხადოთ 250 აშშ დოლარი, ან თანხა, რომელიც განსაზღვრულია JAMS-ის მოქმედი წესებით, ჩვენს წინააღმდეგ არბიტრაჟის დასაწყებად. თუ არბიტრი აღმოაჩენს, რომ არბიტრაჟი არ არის სერიოზულობას მოკლებული, Ancestry გადაიხდის JAMS-ის მიერ გაცემული ინვოისების ყველა სხვა საფასურს, მათ შორის საარბიტრაჟო მოსაკრებლებს და არბიტრისა და მოსმენის ხარჯებს. თქვენ პასუხისმგებელი ხართ თქვენი ადვოკატის საფასურზე გარდა იმ შემთხვევისა, თუ არბიტრაჟის წესები და/ან მოქმედი კანონმდებლობა სხვაგვარად ითვალისწინებს.

10.1.3 არანაირი კოლექტიური სარჩელი. ეს დებულება მოიხსენიება, როგორც „უარი კოლექტიურ სარჩელზე.“ მხარეები თანხმდებიან, რომ თითოეულ მხარეს შეუძლია მეორესთან მხოლოდ ინდივიდუალურად გადაწყვიტოს დავები და არ შეუძლია სარჩელის წარდგენა, როგორც მოსარჩელეს ან კოლექტივის წევრს კლასობრივ, კონსოლიდირებულ ან წარმომადგენლობით სარჩელში. ეს დებულება ვრცელდება როგორც საარბიტრაჟო წესით გადაწყვეტილ დავებზე, ასევე სასამართლოს მიერ გადაწყვეტილ დავებზე, იმდენად, რამდენადაც ასეთი დავები წარმოიქმნება. თუ რომელიმე სასამართლო ან არბიტრი დაადგენს, რომ ამ პარაგრაფში გათვალისწინებული კოლექტიური სარჩელის შეზღუდვა ბათილია ან არააღსრულებადი რაიმე მიზეზით, ან რომ არბიტრაჟი შეიძლება მიმდინარეობდეს კოლექტიურ საფუძველზე, მაშინ ზემოთ ჩამოთვლილი საარბიტრაჟო დებულებები მთლიანად ბათილად ჩაითვლება, ხოლო მხარეებთან დაკავშირებით ჩაითვლება, რომ ვერ შეთანხმდნენ დავის საარბიტრაჟო წესით განხილვაზე. ასეთ შემთხვევებში, დავა უნდა განიხილებოდეს იუტას შტატში მდებარე კომპეტენტური იურისდიქციის ფედერალურ ან შტატის სასამართლოში და არა არბიტრაჟში.

10.1.4 რამდენიმე მოთხოვნა. თუ 25 ან მეტმა პირმა გაგზავნა დავის შესახებ შეტყობინება Ancestry-თან მსგავსი პრეტენზიებით და პრეტენზიების წარმდგენი პირების ადვოკატებიც იგივეა ან კოორდინირებულია ამ პირებთან, რამდენადაც პრეტენზიების განხილვა უნდა მოხდეს არბიტრაჟში, ისინი განიხილება კოორდინირებული პროცესის დროს. Ancestry-ის ადვოკატმა და სხვა მხარეების ადვოკატმა უნდა აირჩიონ ხუთი საქმე, რომლებიც პირველ რიგში განიხილება არბიტრაჟში. დარჩენილი საქმეები არბიტრაჟს ვერ გადაეცემა პირველი ათეულის გადაწყვეტამდე. თუ მხარეები ვერ ახერხებენ დარჩენილი საქმეების გადაწყვეტას ძირითადი საქმის დასრულების შემდეგ, თითოეულ მხარეს შეუძლია აირჩიოს კიდევ ხუთი საქმე მეორე მთავარი საქმის არბიტრაჟში გასაგზავნად. ეს პროცესი გრძელდება მანამ, სანამ მხარეები შეძლებენ ყველა მოთხოვნის გადაწყვეტას მორიგების ან არბიტრაჟის გზით. კომპეტენტური იურისდიქციის სასამართლოს აქვს უფლება აღასრულოს ეს პუნქტი და აუცილებლობის შემთხვევაში, აკრძალოს Ancestry-ის წინააღმდეგ საარბიტრაჟო მოთხოვნების მასობრივი წარდგენა.

საარბიტრაჟო გადაწყვეტილება და მისი დამადასტურებელი გადაწყვეტილება ვრცელდება მხოლოდ იმ კონკრეტულ საქმეზე. მისი გამოყენება არ შეიძლება სხვა შემთხვევაში, თავად გადაწყვეტილების აღსრულების გარდა.

10.1.5 დაყოფა. გარდა იმ შემთხვევებისა, რომელიც მითითებულია დებულებაში „უარი კოლექტიურ სარჩელზე”, თუ ამ საარბიტრაჟო ხელშეკრულების რომელიმე დებულება ითვლება ბათილად, არააღსრულებად, არაკეთილსინდისიერად, მთლიანად ან ნაწილობრივ, ეს გავლენას არ მოახდენს საარბიტრაჟო ხელშეკრულების დარჩენილი დებულებების ნამდვილობაზე. ყველა დარჩენილი დებულება დარჩება ძალაში.

10.1.6 ცვლილებები წინამდებარე პარაგრაფში. Ancestry მოგაწვდით შეტყობინებას ოცდაათი (30) დღით ადრე ნებისმიერი ცვლილების შესახებ, რომელიც გავლენას მოახდენს წინამდებარე პარაგრაფის შინაარსზე, სერვისების პირობების ცვლილებების შესახებ შეტყობინების გამოქვეყნებით, თქვენთვის შეტყობინების გაგზავნით ან სხვაგვარად თქვენი გაფრთხილებით, როდესაც შესული ხართ თქვენს ანგარიშში. ცვლილებები ძალაში შევა სერვისებზე მათი გამოქვეყნებიდან ან ჩვენთან გამოგზავნიდან ოცდაათი (30) დღის შემდეგ.

წინააღმდეგ შემთხვევაში, წინამდებარე პარაგრაფში შესული ცვლილებები გავრცელდება პროსპექტულად მხოლოდ იმ პრეტენზიებზე, რომლებიც წარმოიქმნება ოცდამეათე (30-ე) დღის შემდეგ. თუ სასამართლო ან არბიტრი გადაწყვეტს, რომ წინამდებარე ქვეპუნქტი "ამ პარაგრაფში შესული ცვლილებების შესახებ" არ არის აღსასრულებელი ან მოქმედი, მაშინ ეს ქვეპუნქტი უნდა იყოს გამოყოფილი პარაგრაფისგან, სახელწოდებით „დავა, გადაწყვეტა, არბიტრაჟი და უარი კოლექტიურ სარჩელზე” და სასამართლო ან არბიტრი ვალდებულია გამოიყენოს პირველი საარბიტრაჟო და კოლექტიური ქმედებების უარის თქმის პარაგრაფი მას შემდეგ, რაც დაიწყებთ სერვისების გამოყენებას.

10.1.7 ძალაში დარჩენა. წინამდებარე პარაგრაფი „დავების გადაწყვეტა, არბიტრაჟი და უარი კოლექტიურ სარჩელზე” ძალაში დარჩება თქვენი ანგარიშის ან სერვისების ნებისმიერ შეწყვეტის შემდეგ.

10.2 შეერთებული შტატების ფარგლებს გარეთ არსებული მომხმარებლები. თუ თქვენ ხართ არამომხმარებელი და იმყოფებით ევროკავშირში ან აშშ-ს ფარგლებს გარეთ, თქვენ ეთანხმებით, რომ ირლანდიის სასამართლოებს ჰქონდეთ ექსკლუზიური იურისდიქცია წინამდებარე შეთანხმებასთან დაკავშირებულ ყველა დავაზე (იქნება ეს სახელშეკრულებო თუ არასახელშეკრულებო).

10.2.1 ევროკავშირის მომხმარებლები. თუ თქვენ ხართ მომხმარებელი ევროკავშირიდან, თქვენ ისარგებლებთ იმ ქვეყნის კანონმდებლობის სავალდებულო დებულებებით, სადაც ცხოვრობთ და არაფერი ამ შეთანხმებაში არ იმოქმედებს თქვენს, როგორც მომხმარებლის უფლებებზე, დაეყრდნოთ ადგილობრივი კანონმდებლობის სავალდებულო დებულებებს. თქვენ გაქვთ უფლება, წარმართოთ ნებისმიერი სამართლებრივი პროცესი, რომელიც დაკავშირებულია ამ შეთანხმებასთან თქვენი საცხოვრებელი ადგილის კომპეტენტურ სასამართლოში ან Ancestry-ის საქმიანობის ადგილის კომპეტენტური სასამართლოში, ირლანდიაში. თუ Ancestry ცდილობს აღასრულოს თავისი რომელიმე უფლება თქვენს, როგორც მომხმარებლის წინააღმდეგ, ჩვენ შეგვიძლია ამის გაკეთება მხოლოდ იმ იურისდიქციის სასამართლოებში, სადაც თქვენ ცხოვრობთ. არაფერი, რაც წინამდებარე პუნქტშია მოცემული, არ შეზღუდავს Ancestry-ის უფლებებს, რომ აღასრულოს სააღსრულებო წარმოება სხვა იურისდიქციაში ან მოიძიოს შუალედური, დამცავი ან დროებითი დახმარება სხვა იურისდიქციის სასამართლოებში.

ინფორმაცია 524/2013-ის რეგულაციის შესაბამისად: ევროკომისია გთავაზობთ, რომ თუ თქვენ ხართ მომხმარებელი ევროკავშირიდან, თქვენ გაქვთ უფლება დავა წარადგინოთ ევროკავშირის პლატფორმის „ონლაინ დავების გადაწყვეტის” (ODR) საშუალებით, ხელმისაწვდომია მისამართზე: http://ec.europa.eu/consumers/odr/.

10.3 მარეგულირებელი კანონი. თუ შეერთებულ შტატებში თქვენ გაქვთ წვდომა სერვისებზე, იუტას შტატის კანონები და შესაბამისად, ამერიკის შეერთებული შტატების კანონები არეგულირებენ წინამდებარე პირობებს და სერვისების გამოყენებას. ყველა მოთხოვნა, რომელიც არბიტრაჟს არ ექვემდებარება და შეერთებულ შტატებში იქნება წარდგენილი, დაექვემდებარება იუტას შტატის სასამართლოების იურისდიქციას. 10.2.1 პარაგრაფიდან გამომდინარე, თუ თქვენ გაქვთ წვდომა სერვისებზე ყველგან შეერთებული შტატების გარდა, მაშინ ირლანდიის კანონები დაარეგულირებს წინამდებარე პირობებს.

11. სხვადასხვა

11.1 Ancestry-ის კომპანიები. თქვენ დებთ წინამდებარე პირობებს Ancestry-ის კონკრეტულ ორგანიზაციასთან, იმისდა მიხედვით, თუ რომელ სერვისს იყენებთ და სად იმყოფებით. იხილეთ Ancestry-ის ორგანიზაციების ჩამონათვალი სერვისისა და გეოგრაფიის მიხედვით აქ. წინამდებარე პირობებში მოცემული ყველა მითითება შემდეგზე „Ancestry”, „ჩვენ”, ან „ჩვენი” ეხება ამ სიაში არსებულ Ancestry-ის შესაბამის ორგანიზაციას. ჩვენ ვიტოვებთ უფლებას ნებისმიერ დროს შევცვალოთ Ancestry-ის ამ პირობების შესავალი ნაწილი.

11.2 მოდიფიკაციები. ჩვენ შესაძლოა ნებისმიერ დროს შევცვალოთ ეს პირობები და ვთანხმდებით, რომ გაცნობოთ ნებისმიერი მატერიალური ცვლილების შესახებ სერვისების მეშვეობით ინფორმაციის გამოქვეყნებით ან ელფოსტის გამოგზავნით. მატერიალური ცვლილებები ძალაშია გამოქვეყნებიდან ოცდაათი დღის შემდეგ, გარდა ახალ სერვისებთან ან საკანონმდებლო მოთხოვნებთან დაკავშირებული ცვლილებებისა, რომლებიც ძალაში შედის დაუყოვნებლივ. თქვენ მიერ სერვისების უწყვეტი გამოყენება ნიშნავს, რომ თქვენ ეთანხმებით შეცვლილ პირობებს. თუ არ ეთანხმებით ცვლილებებს, უნდა შეწყვიტოთ სერვისების გამოყენება და, საჭიროების შემთხვევაში, გააუქმოთ თქვენი გამოწერა.

11.3 მთლიანი ხელშეკრულება. წინამდებარე პირობები და სხვა დოკუმენტები, რომლებიც წარმოადგენენ დოკუმენტის განუყოფელ ნაწილს, ასახავენ თქვენსა და Ancestry-ს შორის სრულ ხელშეკულებას სერვისების გამოყენებასთან დაკავშირებით და ანაცვლებს ნებისმიერ წინა ხელშეკრულებას.

11.4 უფლება-მოვალეობების გადაცემა. ჩვენ ვიტოვებთ უფლებას მივანიჭოთ ან გადავცეთ ჩვენი უფლებები და მოვალეობები წინამდებარე შეთანხმების შესაბამისად. თუ Ancestry ან ნებისმიერი სერვის პროვაიდერი შეძენილია ან გადაცემულია სხვა სუბიექტისთვის (მთლიანად ან ნაწილობრივ და მათ შორის გაკოტრებასთან ან მსგავს პროცედურებთან დაკავშირებით), თქვენ თანახმა ხართ, Ancestry-მ ამ სუბიექტს გაუზიაროს თქვენი პერსონალური ინფორმაცია და თქვენი კონტენტი. სერვისებთან მიმართებაში წინამდებარე პირობების გამოყენება გაგრძელდება მანამ, სანამ არ მიიღებთ შეტყობინებას პირობების ან სერვისების ცვლილებების შესახებ. თქვენ არ შეგიძლიათ, Ancestry-ის წერილობითი თანხმობის გარეშე, მიანიჭოთ ან გადასცეთ თქვენი რომელიმე უფლება და მოვალეობა. ამ პირობების მესამე მხარის ბენეფიციარები არ ჰყავს.

11.5 დაყოფა. გარდა იმ შემთხვევებისა, რაც აღნიშნულ დოკუმენტში ცალსახად არის გათვალისწინებული, წინამდებარე პირობების რომელიმე პარაგრაფის ან პუნქტის შეუსრულებლობა გავლენას არ მოახდენს დარჩენილი პირობების აღსრულებაზე.

11.6 უფლებებზე უარის თქმა. ჩვენ მიერ წინამდებარე პირობების რომელიმე დებულების შეუსრულებლობა არ ნიშნავს ჩვენს უფლებებზე უარის თქმას წინამდებარე დებულების შესაბამისად და ვიტოვებთ ყველა უფლებას, რომელიც უშუალოდ თქვენზე არ არის გადმოცემული.

11.7 ცამეტ წლამდე ასაკის არასრულწლოვნები. Ancestry შეგნებულად არ ეძებს ან აგროვებს პერსონალურ ინფორმაციას უშუალოდ 13 წლამდე ასაკის პირისგან და გამოიყენებს კომერციულად გონივრულ ძალისხმევას, რომ წაშალოს ასეთი მონაცემები ჩვენი სისტემიდან.

11.8 მიუკერძოებელი საკრედიტო ანგარიშგების აქტი. Ancestry არ არის მომხმარებელთა ანგარიშგების სააგენტო, როგორც ეს განსაზღვრულია მიუკერძოებელი საკრედიტო ანგარიშგების აქტში („FCRA”), და ინფორმაცია, რომლითაც შეგიძლიათ წვდომა სერვისებზე, არ შეგროვებულა მთლიანად ან ნაწილობრივ მომხმარებელთა ანგარიშების წარდგენის მიზნით, როგორც ეს განსაზღვრულია FCRA-ში. თქვენ არ უნდა გამოიყენოთ სერვისი, როგორც ფაქტორი (1) ადამიანის უფლებების დასადგენად პერსონალური კრედიტის ან დაზღვევის ან რისკების შეფასების დროს, რაც უკავშირდება არსებულ სამომხმარებლო საკრედიტო ვალდებულებებს, (2) ადამიანის შესაფასებლად სამსახურში აყვანის, დაწინაურების, სხვა სამსახურში გადაყვანის ან დამატებითი ვადით დატოვების მიზნით (მათ შორის, მაგრამ არა მხოლოდ, საყოფაცხოვრებო მუშაკების დასაქმების ჩათვლით, როგორიც არიან ბავშვების მომვლელები, დასუფთავების პერსონალი, ძიძები, კონტრაქტორები და სხვა ფიზიკური პირები), ან (3) ნებისმიერი სხვა პერსონალური საქმიანი ტრანზაქციისთვის სხვა პირთან (მათ შორის და არა მხოლოდ, ბინის დაქირავება).

11.9 მოთხოვნის გარეშე იდეის წარდგენის პოლიტიკა. Ancestry არ იღებს, გადახედავს ან განიხილავს მოთხოვნის გარეშე მიწოდებულ იდეებს ან მასალებს (მათ შორის, მაგრამ არა მხოლოდ, ახალი სარეკლამო კამპანიები, ახალი აქციები, ახალი პროდუქტების ან ტექნოლოგიები, პროცესები, მასალები, მარკეტინგული გეგმები ან ახალი პროდუქტის სახელები) Ancestry-ის მიერ კონკრეტულად მოთხოვნილის გარდა. გთხოვთ, ნუ გაუგზავნით მოთხოვნის გარეშე იდეებს ან მასალებს Ancestry-ს ან რომელიმე პირს Ancestry-ში. თუ მათ გაგზავნით, თქვენ გესმით და ეთანხმებით, რომ Ancestry განიხილავს თქვენ მიერ გაგზავნი ამგვარ იდეებსა და მასალებს, როგორც არაკონფიდენციალურს და თავისუფალს და Ancestry-ს ექნება უფლება შეუზღუდავად გამოიყენოს ეს იდეები და მასალები ვალდებულების, ხელშეკრულების გარეშე ან სხვაგვარად, და თქვენთვის ყოველგვარი კომპენსაციის გარეშე.

 

წინამდებარე წესები და პირობები კონსოლიდირებული იყო ცალკეული წინა ვერსიებიდან. სერვისებთან დაკავშირებული მოქმედი პირობებისა და დებულებების წინა ვერსიების სანახავად დააწკაპუნეთ აქ.